სიახლეები ამერიკელმა მეცნიერებმა "ვიაგრას" კიდევ ერთი სამკურნალო ეფექტი აღმოაჩინეს 2018, 23 აპრილი, 17:39 პრეპარატ "ვიაგრას" არაჩვეულებრივი გვერდითი ეფექტი აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა ავგუსტის უნივერსიტეტიდან(შტატი ჯორჯია).
როგორც Science Alert-ი უწყება "ვიაგრას" ძირითადი კომპონენტი სილდენაფინი, რომელიც თაგვებზე გამოცადეს 50%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს ( მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანისიმსივნეების საერთო დასახელება)განვითარების რისკს, აღმოჩნდა, რომ ლაბორატორიულ ცხოველებზე ვიაგრას ყოველდღიური მცირე დოზა ამცირებს მსხვილ ნაწლავში პოლიპების წარმოქმნას. ავტორები აღნიშნავენ, რომ სილდენაფინი ახდენს ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის(guanosine monophosphate) სინთეზის სტიმულირებას, რომელიც დიდ როლს თამაშობს ნაწლავების ეპითელური უჯრედების მემბრანების მშენებლობაში. რაც შეეხება უკვე წარმოქმნილ პოლიპებს, ამ შემთხვევაში სილდენაფინი უძლური აღმოჩნდა, ამიტომ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ "ვიაგრა" გამოდგება მხოლოდ კიბოს პროფილაქტიკისთვის. ამერიკელი მეცნიერები აგრძელებენ "ვიაგრაზე" კვლევებს. შეგახსენებთ, "ვიაგრა" 1992 წელს დამზადდა აშშ-ში და თავიდან გათვალისწინებული იყო, როგორც სტენოკარდიის და გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუმცა წამალმა სულ სხვა ეფექტი გამოავლინა:იგი გახდა მამაკაცებისთვის ყველაზე ეფექტური პრეპარატი როგორც სექსუალური სტიმულაციისთვის, ასევე ერექციული დისფუნქციების შემთხვევაში. იხილეთ აგრეთვე157 5-ს მოსწონს
|