x
image
ტორნადო07
ვენერაზე წყლის ნიშნები აღმოაჩინეს

image







კაცობრიობის გადმოსახედიდან დღეისათვის ვენერა ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილია მზის სისტემაში, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იქ ოდესღაც არსებობდა ოკეანეები, რომლებშიც სავარაუდოდ სიცოცხლეც იყო. თუმცა სპეციალისტები, ამტკიცებენ, რომ იქ იკეანეები ცოტა ხნის განმავლობაში არსებობდა პლანეტის არსებობის ადრეულ სტადიაში.
ამ დასკვნებამდე მეცნიერები მივიდნენ ევროპული ორბიტული აპარატის Venus Express-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. აღნიშნული აპარატი ეხლა მუშაობს ვენერას ორბიტაზე. ასევე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: "მიუხედავად იმისა, რომ დღეს დედამიწა და ვენერა სრულიად არ ჰგავენ ერთმანეთს, ადრე ისინი ბევრად უფრო მსგავსები იყვნენ".
დედამიწას და ვენერას გააჩნიათ რიგი მნიშვნელოვანი მსგავსებებისა, რომლებიც ქმნიან ერთნაირ პირობებს სიცოცხლის წარმოქმნისათვის, კერძოდ პლანეტებს გააჩნიათ მსგავსი ორბიტა, ზომა და მასა. "პლანეტების საბაზო კომპოზიციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს"- ამბობს ჰაკან შვედამი, ეკა-ს მეცნიერ სპეცალისტი.
დღეისათვის ვენერაზე წყალი ძალიან მცირე ოდენობითაა. თუკი შესაძლებელი იქნებოდა პლანეტის ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლის შეკუმშვა და პლანეტის ზედაპირზე დაშვება, მივიღებდით "გლობალურ გუბეს", რომლის სიღრმე იქნებოდა 2.5 სმ. შედარებისათვის დედამიწაზე "გლობალური გუბის" სიღრმე დაახლოებით 3 კმ. იქნება.

image
"მიუხედავად ამისა ვენერაზე წყალი არსებობდა და არც თუ ისე მცირე ოდენობით" ამტკიცებენ ასტრონომები. თუმცა ეს მილიარდობით წლის წინ იყო. თანდათანობით ვენერამ დაკარგა მთელი წყალი აორთქლების გზით, მზის მკვეთრი ულტრაიისფერი სხივები პირდაპირი მნიშვნელობით დევნიდნენ წყლის მოლეკულებს პლანეტის ფარგლებს გარეთ.
Venus Express-მა გაზომა ორთქლის მოცულობა რომელიც გაედინება პლანეტიდან კოსმოსში. დღეისათვის პლანეტიდან ორთქლდება 2-ჯერ მეტი წყალბადი ვიდრე ჟანგბადი. შეგახსენებთ, რომ წყალი შედგება წყალბადის 2 და ჟანგბადის 1 ატომისაგან.
"დღესაც კი აორთქლებების მოცულობა საკმაოდ მაღალია. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ვენერაზე წყალი დიდი ოდენობით არსებობდა" ამბობს კოლინ უილსონი ოკსფორდის უნივერსიტეტიდან. მისი აზრით ოკეანეები თუ არა გარკვეული ზომის წყალსაცავები ვენერაზე არსებბობდა და იმის გათვალისიწნებით, რომ პლანეტას საკმაოდ კარგად ათბობდა მზის სხივები, სრულიად შესაძლებელია, რომ იქ ყოფილიყო ყველა პირობა სიცოცხლის წარმოქმნისათვის.

1
135
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
135
  
2012, 13 სექტემბერი, 19:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1