საბუნებისმეტყველო ყველაზე საშინელი მოვლენები კოსმოსში (9 ფოტო+ტექსტი) 2012, 12 ნოემბერი, 20:10 ![]() 1)პლანეტა-მოჩვენება: ჯერ კიდევ 2008 წელს ნასამ განაცხადა უზარმაზარი პლანეტის აღმოჩენის შესახებ რომელიც დედამიწიდან სულ რაღაც 25 სინათლის წელითაა დაშორებული და ძალიან კაშკაშა ვარსკვლავის ფომალგაუტის ირგვლივ ბრუნავს. თუმცა ასტრონომებმა მალევე განაცხადეს, რომ ის ვარსკვლავმა შთანთქა. ჰაბლის უახლეს ფოტოებზე ეს პლანეტა ისევ გამოჩნდა და ასტრონომები ძალზე გააკვირვა. ![]() ![]() 3)ვამპირი-ვარსკვლავები: ისევე, როგორც ვამპირები ზოგიერთი ვარსკვავი რჩება ახალგაზრდა ართმევს რა ენერგიას სხვა ვარსკვლავებს. ეს ვარსკვლავები ცნობილნი არიან, როგორც "ცისფერი ცამორჩენილები" და ისინი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან თავის მეზობლებთან შედარებით. მათი აფეთქებისას ტემპერატურა გაცილებით მაღალია. ეს გამოწვეულია, იმით რომ ვამპირები შთანთქავენ მეზობლების წყალბადის დიდ რაოდენობას. ![]() 4)გიგანტური შავი ხვრელები: შავი ხვრელი შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის ნაყოფად ჩავთვალოთ. ისინი ძალიან მყარები არიან, გრავიტაცია კი მათში იმდენად მაღალია, რომ სინათლეც კი ვეღარ აღწევს მათ თავს. მაგრამ ეს რეალური ობიექტებია, რომლებიც საკმაოდ ხშრად გვხვდებიან მთელს სამყაროში. მეცნიერები თვლიან, რომ შავი ხვრელები ყველა თუ არა უმეტესობა გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. ზედიდი შავი ხვრელების ზომები გამაოგნებელია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორი შავი ხვრელი, რომელთა მასა მზის მასას 10 მილიარდჯერ აღემატება. ![]() 5)თვალუწვდენელი კოსმოსური სიშავე: თუ თქვენ სიბნელის გეშინიათ, ღრმა კოსმოსში ყოფნა თქვენთვის არაა. კოსმოსური სივრცე შავია, რადგან ის ცარიელია. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ტრილიონობით ვარსკვლავია ისინი იმდენდ შორს არიან ერთმანეთისგან, რომ სიშავეს ვერ აქრობენ. ![]() 6)ობობები, ალქაჯები და ჩონჩხები: თქვენ შეიძლება იხილოთ ნებისმიერი ობიექტი. ამ საშინელ ფორმებს მანათობელი აირისა და მტვრის მოლეკულები ქმნიან, რომლებიც მთელს სამყაროში არიან მიმოფანტული. ![]() 7)მკვლელი აეტეროიდები: წინა ობიექტები მართალია საშიშნი არიან, თუმცა ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რასაც ვერ ვიტყვით ასტეროიდებზე, რომლებიც დედამისაწთან ახლოს ჩაიქროლებენ ხოლმე. ექსპერტების მტკიცებით 1 კმ დიამეტრის ასტეროიდს შეუძლია დედამიწა გაანადგუროს. ხო 40 მეტრი დიამეტრის ასტეროიდს შეუძლია ათიათასობით ადამიანი მოკლას. ![]() 8)აქტიური მზე: მზე ჩვენ სიცოცხლეს გვაძლევს, მაგრამ ის ყოველთვის არ არის ასეთი კარგი. დროდადრო მასზე უზარმაზარი ქარიშხლები მძვინვარებს, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ კაცობრიობისათვის. ბოლო წლებში მზე განსაკუთრებით აქტიურია. მეცნიერები თვლიან, რომ ის აქტიურობის პიკს 2013 წლისათვის მიაღწევს. ![]() 1652 12-ს მოსწონს |
მაგრამ ყველაზე დიდი არაა ეგ... ყველაზე დიდი VY Canis Majoris ეს ვარსკვლავია 1540 მზის ხელა
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D1%80%D0%BE%D0%BA%D1%81%D0%B8%D0%BC%D0%B0_%D0%A6%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0%D0%B2%D1%80%D0%B0