საბუნებისმეტყველო მტაცებელი კარაკალი (ლათ. Caracal caracal) (+ფოტოები) 2012, 4 სექტემბერი, 20:40 კარაკალი მტაცებელი ძუძუმწოვარია კატისებრთა ოჯახიდან. დიდი ხნის განმავლობაში მას ფოცხვერებს მიაკუთვნებდნენ, თუმცა რიგი გენეტიკური თავისებურების გამი კარაკალი ცალკე რიგში განამწესეს. კარაკალი სხვა კატისებრებთან შედარებით ყველაზე ახლოს დგას ფოცხვერებთან.
1)ასევე მას უდაბნოს ან ბერბერულ ფოცხვერს უწოდებენ. გარეგნულად ძალიან ჰგავს ფოცხვერს, თუმცა ტანად უფრო პატარაა, უფრო მოხდენილი და შედარებით ერთფეროვანი ქურქი აქვს. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, მასა 11—13 კგ. მოყვითალო ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. ყურებზე დაახლოებით 5 სანტიმეტრის სიგრძის "ფუნჯები" აქვს, ხოლო თათებზე განვითარებულია უხეში ბეწვის საფარი, რომელიც უადვილებს ქვიშაზე გადაადგილებას.
2)გავრცელებულია აზიისა და აფრიკის უდაბნოებსა და მთისწინეთში. ცოტა გვხვდება სამხრეთ თურქმენეთში, იშვიათად — უზბეკეთში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და სხვა. შობს 1-4 ბოკვერს, სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ინდოეთში კარაკალს კურდღლებზე, ფრინველებსა და პატარა ანტილოპებზე სანადიროდ წვრთნიან.
3)უპირატესობას ღამის ცხოვრების წესს ანიჭებს, თუმცა ზამთარსა და გაზაფხულზე სანადიროდ დღისითაც გამოდის. თავშესაფრად მელიების სოროებს იყენებს, ზაფხულობით კი შეუძლია უბრალოდ ბუჩქის ძირას დაისვენოს.
4)მიუხედავად იმისა, რომ გრძელი ფეხები აქვს დიდი ხნის განმავლობაში სირბილი არ შეუძლია. ის ელოდება მსხვერპლს და გრძელი (4.5 მ) სიგრძის ნახტომით იჭერს მას. 5)გასაოცარი რეაქციისა და გრძელი ბრჭყალების წყალობით კარაკალი ახერხებს ერთდროულად რამდენიმე ფრინველი დაიჭიროს. 6)სახელწოდება "კარაკალი" წარმოსდგება თურქული სიტყვა karakulak-გან, რომელიც "შავ ყურს" ნიშნავს. ცხოველის ყურების უკანა ნაწილი შავი ბეწვითაა დაფარული. 474 9-ს მოსწონს
|