2012 წლის 6 აგვისტოს მარსმავალი მშვიდობიანად დაეშვა მარსზე არსებულ ჰეილის კრატერზე. მასმავალმა უკვე შეამოწმა აპარატურა და რამდენიმე ათეული მეტრიც გაიარა. პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტში. მარსის ვერტიკალური მეგა პანორამა, რომელიც გადაღებულია ნასას ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგურიდან.
ნასას ავტომატური სადგური დაახლოებით ასე გამოიყურება.ჰეილის კრატერი, რომელზეც მარსმავალი დაეშვა დაახლოებით 3, 5 3, 8 მილიარდი წლისაა. მის ცენტრში მდებარეობს შარპის მთა, რომლისკენაც მიეშურება "ცნობისმოყვარე" მარსმავალი.მარსმავალის მიერ 7 აგვისტოს გადაღებული ავტოპორტრეტი.შარპის მთის ფერადი სურათი, რომელიც 23 აგვისტოს გადაიღო მარსმავალმა.მარსმავალის საბურავები, გადაღებულია 28 აგვისტოს.სავარაუდოდ ადრე მარსი ძალიან ჰგავდა ჩვენს დედამიწას. აქ გვხვდება დამშრალი ზღვები, მდინარეების კალაპოტები... ასევე მარსმავალმა აღმოაჩინა წყალი 1-1, 5%-ის მოცულობით რაც ბევრადუფრო მცირეა ვიდრე მეცნიერები მოელოდნენ. კითხვა "არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?" არც თუ ისე ზუსტია, უკეთესია ვიკიტხოთ "იყო სიცოცხლე მარსზე?"