ასეთი იქნებოდა მარსი მასზე სიცოცხლე რომ ყოფილიყო (3 ფოტო)
2013, 8 იანვარი, 19:45
ამერიკელმა ინჟინერმა და პროგრამისტმა კევინ ჯილმა (Kevin Gill) წარმოადგინა მოდელი, თუ როგორი სანახავი იქნებოდა მარსი კოსმოსიდან მასზე სიცოცხლე რომ ყოფილიყო. ჯილმა მოდელის შექმნისას გამოიყენა MRO-ს ობიექტური მონაცემები, ამასთან სხვა მახასიათებლები, როგორებიცაა წყლის სიღრმე, ატმოსფეროს შემადგენლობა, ან მცენარეთა საფარის განაწილება ყოველგვარი მეცნიერული საფუძველის გარეშე გააკეთა. საბოლოო სურათზე მეტი ეფექტის მოსახდენად 10-ჯერ იქნა გაძლიერებული რელიეფის თავისებურებები.