x
image
ტორნადო07
სენსაცია!!! ადამიანს შეუძლია გაიგოს როდის მოკვდება 400 ფუნტ სტერლინგად (მეცნიერული მეთოდი).
რომ შეგეძლოთ გაიგოთ როდის გარდაიცვლებით გააკეთებდით ამას? სასხლის ანალიზის ახალი მეთოდიკა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ზუსტად გავიგოთ როდის მოვკვდებით. image

ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს რამდენად სწრაფად ბერდება ორგანიზმი ცხოველებზე გამოსცადეს და მან საოცარი შედეგები გამოიღო.

ანალიზისას იზომება ქრომოსომების ბოლოებზე განთავსებული პატარა ტექსტურების (ტელომერების) სიგრძე. ტელომერები სულ უფრო მოკლდება უჯრედის გაყოფისას. ეს ერთგვარი შინაგანი საათია, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის რეალურ ბიოლოგიურ ასაკს და არა ქრონოლოგიურს.

ამ თავისებურ საათზე დაკვირვებით მეცნიერებმა შექმნეს ტესტი რომელიც გვიჩვენებს რამდენ ხანს იცოცხლებს ორგანიზმი თუ ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპება.image


ტელომერების შემოკლების სისწრაფეზეა დამოკიდებული ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ადრე ითვლებოდა, რომ ტელომერები ერთნაირად მოკლდებოდა ყველა ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამინს უფრო გრძელი ტელომერები აქვს და ის უფრო დიდხანს ცოცხლობს.

imageსხვადასხვა ადამიანის ორგანიზმში ტელომერების შემოკლების ტემპი სხვადასხვაა, რადგან ისინი სხვადასხვანაირ ბიოლოგიურ სტრესს ექვემდებარებიან.

დღეს ბრიტანეთის რამოდენიმე კლინიკა სთავაზობს კლიენტებს ამ ტესტს და მისი ღირებულება 400 ფუნტი სტერლინგია.


ბიოლოგიური და კალენდარული ასაკი:

კალენდარული ასაკი ეს არის მიმდინარე ასაკი წლებში. ბიოლოგიური ასაკი კი განისაზღვრება უჯრედულ დონეზე, რომელზეც მოქმედებს კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესი და სხვა ფაქტორები. თუ თქვენ აქტიურ ცხოვრებას მისდევთ სავარაუდოდ ბიოლოგიურად უფრო ახალგაზრდები იქნებით ვიდრე ქრონოლოგიურად. არსებობს რამოდენიმე ნიშანი იმისა, რომ ბერდებით:imageმეხსიერების დაქვეითება;

ნაოჭების გაჩენა და კანის ელასტიურობის შემცირება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცუდი მუშაობა;

წონის მატება;

მაღალი არტერიული წნევა;

ქოლესტერინის მაღალი დონე;

სისუსტე;

უძილობა;

სუნთქვის პრობლემები;

ლიბიდოს დაქვეითება;

სტენოკარდია;


გამომდინარე იქედან, რომ ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად მოქმედებს ბიოლოგიურ ასაკზე, არსებბობს რამოდენიმე ხერხი იმისა, რომ შევანელოთ დაბერების პროცესი:


რაციონში დაამატეთ მეტი ოდენობით ხილი და ბოსტნეული;

თავი აარიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებს;

დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი დღეში;

ივარჯიშეთ, ისეირნეთ;

თავი აარიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს;

გააკონტროლეთ სტრესის დონე;

უარი თქვით მოწევაზე და შემცირეთ ალკოჰოლის მიღება.

6
1773
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1773
  
2012, 26 დეკემბერი, 15:57
სასაცოლო იქნება ვინმე რომ გაიგებს 86 წლის ასაკში მოკვდებიო და გამოსულს მანქანა დაეჯახოს
2012, 18 დეკემბერი, 22:42
მე ქრომოსომები არ მაქვს:D:D:D:D:D:Dასე რომ უკვდავი ვარ:D:D:D:D::D:D:D:D:
2012, 1 დეკემბერი, 9:15
სტრესის დონე ყველაზე მტავარია !
2012, 29 ნოემბერი, 23:21
winaswar gageba magrad texavsს
2012, 29 ნოემბერი, 19:48
2.65 ლარი :)
2012, 29 ნოემბერი, 19:43
1 ფუნტი სტერლინგი რამდენი ლარია(ანდოლარი?):დ
0 1 6