საზოგადოება გურამ ქართველიშვილი:" გრანტიჭამიებო, იცოდეთ, რომ ისედაც თქვენგანვე გამწარებულ საქართველოს თვალში ნუღა გაეჩხირებით" 2018, 16 მარტი, 15:50
მწერალი, ისტორიკოსი და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლის ავტორი "გააგრძელე საქართველოს ისტორია" გურამ ქართველიშვილი შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
"პრადვინუტები" "ამერიკის ელჩის განცხადებას რუსეთს ელაპარაკეთო, არ შეიძლება ქართველი “პრადვინუტების“ შეშფოთება არ მოყოლოდა... ოღონდ ამ შემთხვევაში მათ შეშფოთებას განგაშს უფრო დავარქმევდი, რადგან ამდენი წელი ანტირუსული ისტერიკით დაკავებულებს ძველმა ბატონმა უთხრა-- ახლა იმ ბატონს ემსახურეთ, რომელსაც ჩემი დროშის ქვეშ მდგომები ასე თავგამოდებით “ებრძოდით“-ო..., არადა ასეთი მედროვეები იმდენად ბევრნი არიან, რომ მათთვის დასამალი ადგილის გამოძებნა გაჭირდება... დასამალი ადგილი კი აუცილებლად დაჭირდებათ, რადგან ის სახელმწიფოებრივი დანაშაული, რაც “პრადვინუტებს“ აქვთ ჩადენილი ათწლეულების განმავლობაში სამშობლოს და საკუთარი ხალხის წინაშე, ხელისგულზეა და სულ ვიდეოზეა აღბეჭდილი ნაირნაირ ფაქტებად... ამიტომ ასეთი იუდების ფიქრი ახალ რეალობას მორგებაა ამ წუთებში და საერთოდ არ ეხება მათი და მათი პარტნიორების მიერ ძვალივით გამოხრულ საქართველოს, რომელსაც--ეკონომიკა დაქცეული აქვს, განათლება პირუტყვის დონის, ეროვნული და რელიგიური ფასეულობები პრეზერვატივზე აქვს მიხატული, პატრიოტული სულისკვეთება გაბახებული, ხოლო უძველესი კულტურა მასკულტურად ქცეული... ამ არასრული ჩამონათვალის შემოქმედო პრადვინუტებო, ხო აი თქვენ--ილიაუნებო, მწერლებო, პედ****-ლესბოსელებო, მსახიობებო, პრეზიდენტებო, რეჟისორებო, ბიზნესმენებო და სპეცების მიერ სხვა დარგებში ჩანერგილო გრანტიჭამიებო, იცოდეთ, რომ ისედაც თქვენგანვე გამწარებულ საქართველოს თვალში ნუღა გაეჩხირებით. გააცნობიერეთ ის, რომ ამ თქვენგანვე დაჩმორებულ-დაჩოქებულ საქართველოს ხელმეორედ აღარავინ გაგაყიდინებთ.... ნუ ოცნებობთ იმაზე, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას და გეოპოლიტიკურ ლავირებას ისევ თქვენ განდობთ ქართველი ხალხი... თქვენ, ვისი “ღორობების“ და ნაღალატევების გამოსწორება ათწლეულების მანძილზე მოუწევთ შვილებს... თქვენ ხომ მედროვის ალღოთი გამოირჩევით და ნუ დაუშვებთ საბედისწერო შეცდომას, მოერიდეთ ქართველებს, რადგან თქვენი შემთხვევა, ის იშვიათი გამონაკლისია მედროვეობის ისტორიაში, სადაც “ყვარყვარეებიც“ უძლურნი არიან და ამიტომ თანდათან გაიძურწეთ.... ისე თითქოს არც ყოფილხართ...."-წერს სოციალურ ქსელში ქართველიშვილი. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მოღვაწეობას ოფიციალურად ამა წლის მარტის ბოლოს დაასრულებს და სამშობლოს დაუბრუნდება, მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აუცილებელია ურთიერთობა როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან.
146 6-ს მოსწონს
|