x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რუსეთში მცხოვრები ქართველების მიმართვა ვლადიმერ პუტინს და ცხინვალს

image


რუსეთში მცხოვრები ქართველები ვლადიმერ პუტინს და ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებას მიმართავენ. ქართვველებისგან შემდგარი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას:
რუსეთში მცხოვრები ქართველები შეშფოთებული ვართ იმით, რაც 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოხდა. მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და მოგიწოდებთ, გადადგათ გონივრული ნაბიჯი, რათა დაუყონებლივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემა ქართული მხარისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთში მცხოვრები ქართველები ვიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და დავიწყებთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას.
ასევე მივმართავთ დიასპორულ ორგანიზაციებს, აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და თითოეულმა ქართველმა მოუწოდოს როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყონებლივ გადასცენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს, ” - ნათქვამია რუსეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
image
1
1256
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1256
  
2018, 11 ივლისი, 19:05
მერე ვინმე მოვიდა თქვენს აქციაზე?
0 1 1