x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შოვში დაკარგულ სოფო ბაკურაძეს 4 წლის გოგონა, ლუსი ელოდება, რომ კევი მოუტანოს...” - სულისშემძვრელი ამბავი
image

.

სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში ამ დრომდე დაკარგული, სოფო ბაკურაძის შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, მისი 4 წლის გოგონა დედას ელოდება, რადგან მან კევი უნდა მოუტანოს.


.

„მეექვსე დღე დედის მოლოდინში.
სოფო ბაკურაძე სოფელი გლოლიდანაა. იგი შოვში კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია. ოჯახი სასწაულის იმედადაა და ჯერ კიდევ ელოდება მის გამოჩენას. განსაკუთრებით კი ელოდება მისი მცირეწლოვანი შვილი, ლუსი. ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს…

.

“სოფო კეთილი, თბილი, სათნო, მშრომელი და ყოჩაღი გოგო იყო. უყვარდა ყველა და გვიყვარდა ყველას. სოფო მარტოხელდა დედა იყო. ჰყავს 4 წლის გოგონა ლუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ლუსიმ პირველ დღეს ახსენა, დედა მოვა და კევს მომიტანსო. ჩვენ არც კევს მოვაკლებთ და არც სხვა რამეს, მაგრამ მშობელს ვერ შევუცვლით…”, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას სოფო ბერუჩაშვილი, ოჯახის ახლობელი”, – ვკითხულობთ ტექსტში.

.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული.

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0