საზოგადოება „მიშა ციხეში გარემოს ვერ შეეგუა, ამიტომ გარემოს შეცვლა არის მისთვის მკურნალობა“ - ექიმი 2022, 4 მაისი, 9:37 სახალხო დამცველის კომისიის ექიმთა ჯგუფის განცხადებები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბასტი-ბუბის ემსგავსება - ასეთ შეფასებებს აკეთებენ ქართული ოცნების დეპუტატები მას შემდეგ, რაც კომისიამ ღიად თქვა, რომ სააკაშვილი ციხეში გარემოს ვერ ეგუება და ამის გამო შეიძლება დაიღუპოს. ამას გარდა გაჟღერდა ისიც, რომ სააკაშვილს ანორექსია აქვს, თუმცა იქვე იმასაც ამბობენ, რომ ანორექსია ქალების დაავადებაა და ის მამაკაცებს არ შეიძლება დაემართოთ. . გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება, - ამის შესახებ ექიმმა, კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წულაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს იღებს, თუმცა საკვებს - ვერა. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ანორექსია აქვს. როგორც წულაძე აცხადებს, ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა, რაც პათოლოგიური მდგომარეობაა. . „ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს არის ადაპტაციის აშლილობა, რასაც პენიტენციური სამსახური უწერს, ჩვენ რაც ვნახეთ, მას ჰქონდა ანორექსია, რის გამოც, ის იკლებს წონაში და კუნთოვან მასას კარგავს. ადაპტაციის აშლილობა თავის თავში გულისხმობს, რომ ის იმ გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა, ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად, გარემოს, რომელსაც ვერ შეეგუა, უნდა მოხდეს ცვლილება, კონფლიქტი წარმოიქმნება პაციენტის მკურნალობასა და არსებულ მდგომარეობას შორის. ის იღებს მედიკამენტებს, რაც დანიშნული აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის. ჩვენ მოგვცა უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვესაუბრა, ამიტომ ამას თავისუფლად ვაკეთებ, თვითონ როგორც ამბობს, მედიკამენტებს იღებს, ისეთი პრეპარატები არაა, რომ ასე უცებ შეწყვიტოს, ვერც შეწყვეტს, მისთვის მნიშვნელოვანად დამაზიანებელი და ძალიან დიდი დისკომფორტის მომცემი იქნება. რასაც ვერ იღებს, ეს არის საკვები, განსაკუთრებით, ცილოვანი საკვები, რომელზეც მას გულისრევა აქვს, შესაბამისად, იღებს ნაკლებ კალორიას, არამხოლოდ ცილოვან საკვებს, სხვა საკვებსაც ნაკლებს იღებს. როგორც შევაფასეთ იმ ჩამონათვალიდან, რაც მან გვითხრა, დაახლოებით, 600-800 კალორიას იღებს, ამაზე 2-3-ჯერ მეტი სჭირდება. ეს არ არის გადაუდებელი მდგომარეობა, ასეთი აზრი მუსირებს, მაგრამ ჩემი აზრი, როგორც ერთ-ერთი ექიმის, ასეთია, რომ ეს გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება“, - განაცხადა წულაძემ. . კითხვაზე, სააკაშვილი მიმართავს თუ არა თვითდაზიანებას და თავად ამბობს თუ არა საკვებსა და მედიკამენტებზე უარს, წულაძე პასუხობს, რომ თუკი, სააკაშვილი „ამას მიმართავს, მისი დაავადებიდან გამომდინარე მიმართავს“. . „ადაპტაციური აშლილობა ამას გულისხმობს პათოლოგიურად, ასე არ არის, რომ ციხეს ვერავინ ეგუება, თუ ადამიანი დამნაშავეა, ის მისთვის ფსიქოლოგიურად მაინც მისაღები ხდება, თუ ადამიანი არ თვლის თავს დამნაშავედ და თვლის, რომ მას უსამართლოდ მიადგა წყენა, დამცირება, ის ამას შეიძლება ფსიქოლოგიურად არ შეეგუოს და განუვითარდეს ადაპტაციური აშლილობა, რაც თავის თავში გულისხმობს დეპრესიულ განწყობას, სუიციდალურ ქცევას, მადის დაქვეითებას, გენრალიზებულ შფოთვას და ა.შ. ეს არ არის ისეთი ნათქვამი, რომ ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება, არა, ციხეში უმრავლესობა ეგუება იმას, რაც მან დამსახურებულად მიიღო. . ადაპტაციური აშლილობა, რაც მას პენიტენციური სამსახურის ფისქიატრებმა დაუსვეს, თავის თავში გულისხმობს თვითდაზიანებას სუიციდალური ქცევის თვალსაზრისითაც კი, თუ ამას მიმართავს, ამ დაავადებიდან გამომდინარე მიმართავს, აქედან გამომდინარეობს მისი ეს სიმპტომი, მათ შორის, ანორექსიაც. როცა მიმართავდა, ამას სახელი დაარქვა - შიმშილობა და ასე აკეთებდა. ახლა მან შიმშილობა არ გამოაცხადა, ახლა უბრალოდ, ეს ქცევაც მისი ამ დაავადების ნაწილია“, - განაცხადა წულაძემ. . კითხვაზე, აუცილებელია თუ არა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმი პასუხობს, რომ მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, გარემოს შეცვლა სჭირდება. . „ეს თემა ჩემთვის ცოტა ძნელი საპასუხოა. საქართველოში კი არის შესაძლებელი, მაგრამ იმ გარემოში არ არის შესაძლებელი, სადაც არის. საზღვარგარეთ წასვლა თუ იმას გულისხმობს, რომ გარემოს შეცვლა სხვანაირად შეუძლებელია საქართველოს პირობებში, ჰო, მაგრამ საქართველოს პირობებშიც შესაძლებელია გარემოს შეცვლა, გარემოს შეცვლა არის მისთვის მკურნალობა“, - განაცხადა წულაძემ. . შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერია დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, მიზანია სააკაშვილის „ნებისმიერი გზით გამოხსნა“ ციხიდან, რისთვისაც „ყველა ნაბიჯზე წავლენ და ყველანაირი სპეკულაცია იქნება გამოყენებული“. . „რა პირად ექიმს არ უშვებენ? - სახალხო დამცველის მთელი კონსილიუმი შეუშვეს. ამას გააკეთებ, სხვა რამე აღმოჩნდება, შემდეგ აღმოჩნდება, რომ კედლის ფერი არის დამთრგუნველი, მიზეზი არასდროს გამოელევა, აქ მიზანი არის ერთი, მათთვის მარტივი, რომ ნებისმიერი გზით ის გარეთ უნდა გამოიხსნან. ყველა ნაბიჯზე წავლენ, ყველანაირი თვითდაზიანება, სპეკულაცია იქნება ამისთვის გამოყენებული. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რასაც არავინ იხსნის ამ ადამიანის მდგომარეობაზე, მათ შორის მისი უფლებების დაცვაზე. . მივდივართ აბსურდამდე, „სააკაშვილს პუტინის დავალებით ვკლავთ“, იმის გამო, რომ არგუმენტები, საღი ლოგიკა და ჯაჭვი აღარ ჰყოფნით, სიურეალისტური კავშირების დამყარება იწყება. ბასტი-ბუბუში გადავდივართ უკვე, სხვა შეფასება არ აქვს. . თვითდაზიანების მიზანი რა არის?! ის, რომ აარიდოს სასჯელს თავი, დროზე ადრე გათავისუფლდეს, სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს და ა.შ. სააკაშვილი ახლა თვითდაზიანების სისტემაში არის გადასული. თქვენ გინახავთ, ერთხელ მაინც, ამ ექიმებმა ან სახალხო დამცველმა მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, რომ ის დაექვემდებაროს ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობას?!“, - განაცხადა დეპუტატმა. 147 1-ს მოსწონს |
სხვის გვერდზე ვართ და თავს შევიკავებ, თორემ თევზისა არ იყოს რამდენი რამ მაქვს სათქმელი...
ბრიგადას კი არა ასეულს არ ვანდობდი, დამარცხებულ და ბრძოლის ველიდან გაქცეულ პოლკოვნიკს რა დამსახურებისათვის აჩუქა მიშამ ბრიგადის გენერლობა დღემდე ვერ ვხვდები.
"მუხის კორომებში" რუსული ავიაციის მიერ დახოცილი ქართველი ბიძების სისხლს კალანდაძე ვერასდროს ჩამოიბანს.
სამმართველოს ვხელმძღვანელობდი და თავს დავფოფინებდი ჩემს ჯარისკაცებს რათა საფრთხე ამერიდებინა მათთვის.
თითოეული ჯარისკაცი ჩემთვის იყო უმცროსი ძმა და ოჯახის წევრი.
მე არა ვარ განსაკუთრებული, მაგრამ საბრძოლო გამოცდილება ნამდვილად მაქვს იმისათვის, ჩემს პროფესიას ვემსახურებოდე, მაგრამ დგება მომენტი როცა უნდა ადგე და წახვიდე.
გეთანხმებით მთლიანად და ამაშია ჩვენი ეროვნული ტრაგედია.
ხოშტარიაზე მართალს ბრძანებთ,ეგრეა ნამდვილად.
როცა სტუდენტური მოძრაობა ძლიერია, მას შეუძლიაუზარმაზარი პროცესების წამოწყება, მართვა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ბევრი რამის შეცვლა.
მე იმ პერიოდში უკაინაში ვცხოვრობდი და 9 აპრილის მოვლენებში ჩახედული ასაკის გამოც არა ვარ, მაგრამ რაც წამიკითხავს და მომისმენია ეროვნულ მოძრაობას უზარმაზარი სტიმული და მოტივაცია მისცა სტუდენტურმა მოძრაობამ.
არ იყო სწორი იმ უნივერსიტეტის დახურვა, ძალიან პროგრესული უნივერსიტეტი იყო.
ხოშტარიასი არაფერი მიკვირს, მოსკოვში ისეთი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, სადაც უიშვიათესად მოხვდებოდა საჭოთა უშიშროების სამსახურთან კავშირის არმქონე ოჯახის შვილი.
ვინცაა გოგი ხოშტარია ასაკის გამო გვიან გავიგე, "კუს შვილი ბედაური ვერ გამოვა".
აგერ ჩემს კუთხეში სული მოუწამლეს ახალგაზრდებს და "მიშა, მიშას" გაიძახიან დღესაც, რადგან ფსიქოლოგიურად დამუშვებულ ახალგაზრდას დამოუკიდებლად აზროვნების არეალი შეზღუდული აქვს.
არასამთავრობოები ნაცების ფილიალებია უდიდედი ნაწილი, გიგაურის უწყება პირდაპირი დანამატია ნაციონალური მოძრაობის, სასაზღვრო ძალების ყოფილი კაპიტანი რომელსაც წოდება უბრალოდ აჩუქეს, ისევე, როგორც ბრიგადის გენერალ კალანდაძეს.
ამ ახალგაზრდებს იყენებენ ეგრეთ წოდებულ "ტირპედოებად".