"გილაურის ფონდს კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ მის გააქტიურებას ეჭვის თვალით ვუყურებ" - ნანკა კალატოზიშვილი
!["გილაურის ფონდს კარგი მიზეზი აქვს,
მაგრამ მის გააქტიურებას ეჭვის თვალით
ვუყურებ" - ნანკა კალატოზიშვილი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025020515265482330.jpg)
.
მსახიობი
ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე საპროტესტო აქციებში სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილი პრემიერის,
ნიკა გილაურის მიერ ფონდის ფროსფერითი ჯორჯიას შექმნას და გააქტიურებას ეჭვის თვალით უყურებს.
- "გილაურის ფონდის შექმნას, ასე იდეაში კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ დავიტოვებ უფლებას, ეჭვის თვალით ვუყურებდე მის გააქტიურებას", - წერს ნანკა კალატოზიშვილი.
.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაურმა აქციაზე ნაცემი და დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანების დასახმარებლად ფონდი დააფუძნა.
- კალატოზიშვილი კომენტარებში კიდევ ერთხელ აკონკრეტებს რატომ უჩენს ეჭვს გილაურის გააქტიურება და წერს:
"ზოგადად, ახალი ერა, ახალი ხალხით რომ იწყებოდეს და წრეზე არ ვიაროთ ქრონიკულად, მეტ პროგრესს მოუტანდა ამ ქვეყანას. ზუსტად ამიტომ ვუყურებ ეჭვის თვალით. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გააჩნდეს. უბრალოდ ამ ფონდის მერე, მისი პოლიტიკაში გამოჩენა, სხვა რამის მანიშნებელი იქნება ჩემთვის. მეც ხომ მაქვს უფლება პირადი აზრების და ეჭვების.“ - წერს კალატოზიშვილი.
.
შეგახსენებთ, ნიკა გილაურის მიერ შექმნილი ფონდის მიერ ნაყიდი მგზავრობის ბილეთებით გაემგზავრა ამერიკაში გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და მისი ოჯახი. სწორედ გილაურმა დაუფინანსა მის ოჯახს ხარჯები და გასცა კომპენსაცია. ის ასევე გატავისუფლებულ საჯარო მოხელეებს უხდის ხელფასს და აფინანსებს სხვადასხვა ჯარიმებსა თუ ხარჯებს როგორც პატიმრებისთვის, ისე უსამსახუროდ დარჩენილთათვის.
.
ნიკა გილაური: “თანხის გაცემაც დავიწყეთ, ძალიან სწრაფად შევქმენით ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. მაგალითად, გადავეცით თანხა GORGIA-ს იმ თანამშრომელს, რომელმაც დატოვა კომპანია პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც GORGIA-მ არ ყიდდა აირწინაღებს. ასეთ გმირული ნაბიჯები გვინდა რომ წავახალისოთ.
ასევე, დავაფინანსეთ გაზის გაშვების შემდეგ დაზიანებული ქალბატონი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად დაიზიანა მხარი და სჭირდება პროთეზი. მას ვუხდით ოპერაციის თანხას, ვაპირებთ, რომ გადავუხადოთ თანხა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პროტესტების მანძილზე.
.
ასევე, დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს გარკვეული დაზიანებები და სახელმწიფო არ გადაუხდის, ან დავაფინანსებთ მათ ოჯახის წევრებს, რომელთაც ეს სჭირდებათ ამ პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, ერთ-ერთი დაზიანებულის დედა არის ჩავარდნილი ლოგინად და სჭირდება მედდა ან ვინმე, ვინც მიხედავს მას ამ პერიოდის განმავლობაში". - თქვა გილაურმა
მთავარი არხის ეთერში.
.