საზოგადოება „ეთერში რომ ყოჩობს, მოვიდეს და კალმის მაგიდაზე კაკუნის ხალისი სადამდე ეყოფა, გაირკვევა“ - ნატო ჩხეიძე გუშინ, 15:41 . ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე, რომელთა შენობებისა და ტექნიკის გამოყენებით ტელეკომპანია მთავარი არხი მაუწყებლობს, ნიკა გვარამიას პასუხობს. როგორც ცანს ჩხეიძის განაწყენება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 30 იანვარს ღამის მტავარის პირდაპირ ეტერში ნიკა გვარამიამ ოქუაშვილის მისამართით მწვავე განცხადფებები გააკეთა, . თავის მხრივ გვარამია ნაწყენი იყო იმის გამო, რომ ოქუაშვილმა პირველად ახსენა გვარამიას მეუღლის სოფო ლილუაშვილის გვარი-სახელი და აღნიშნა, რომ გვარამია არხის დირექტორად მის ნაცვლად მეუღლის დანიშვნას ითხოვდა. გვარამიამ კი ოქუაშვილს უპასუხა, რომ მისი მეუღლე არ არის ნატო ჩხეიძის მსგავსად სახსენებელი და არავისში აერიოს. როგორც ცანს ამ კონტექსტმა გააღიზიანა ნატო ჩხეიძე და სოციალურ ქსელში პასუხი გამოაქვეყნა. . ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოცქსელში წერს: “მთავარი არხის” ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია, წამყვანს ებაქიბუქება და ნატო ჩხეიძის გვარსა და სახელს თავის გემოზე ახსენებს, მოიკრიბოს საჯარო პასუხისმგებლობა, თუ ასეთი რამ გააჩნია, ჩემთან ერთად მოვიდეს პირდაპირ ეთერში და კალმისტრის მაგიდაზე კაკუნის ხალისი სადამდე ეყოფა, იქვე გაირკვევა:)) პ.ს. გვარამია აშკარა ხედავს, რომ “მთავარ არხზე” გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც… და შესაბამისად, აჭრილია. გაბედოს და პირისპირ დამელაპარაკოს. იქ გამოიჩინოს თავი, თუ ბიჭია!..:)) პ.პ.ს. ცხადია, ოპოზიციური ტელემედიის ეთერს ვგულისხმობ"- წერს ნატო ჩხეიძე. . ზაზა ოქუაშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას განცხადებითვე პასუხობს. როგორც ის აღნიშნავს, ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია თავიანთ განცხადებაში არ არიან თავისუფალნი. . "„მთავარი არხის“ მხრიდან მორიგი შავი პიარის აგორება საეჭვოდ დაემთხვა სწორედ იმ დღეს, როდესაც ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ჩემს მიერ წამოწყებული პროცესის მორიგი სასამართლო სხდომები დაიწყო ლონდონში, სადაც კვლავ გრძელდება ჩემი სამართლებრივი ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმთან. . გვარამია და გაბუნია თავისუფალნი არ არიან თავიანთ განცხადებებში, რადგან არიან ივანიშვილის მძევლები მათ მიერ ჩადენილი უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო, რამაც „მთავარი არხი“ მიიყვანა ხელოვნურ გაკოტრებამე. „მთავარი არხის“ ანგარიშებს ინკასო ადევს უკვე სამი წელია და ტელეკომპანია ვერ აწარმოებს ოფიციალურ გადარიცხვებს. ჩემს მიერ წარდგენილი დირექტორი გიორგი ქურდაძე არ გახდა თანამონაწილე „მთავარ არხზე“ მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისა. ქურდაძის მოთხოვნა არხის მუშაობის კანონიერ ფარგლებში მოქმედებაა. . სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“, რომელიც ჩართული იყო ფულის გათეთრების მაქინაციურ სქემაში, გიორგი ქურდაძის მიერ მხილების შემდეგ აღარ თანამშრომლობს მთავარ არხთან და შესაბამისად რეკლამაც არხზე შეჩერებულია. . ჩემი მოთხოვნა იყო მარტივი: გაბუნია, რომელმაც გარდა „მთავარ არხზე“ უკანონო ქმედებებისა თავი გამოიჩინა ჩემს მიმართ ცილისწამებითა და ტყუილებით, აღარ ყოფილიყო ამ არხის გენერალური დირექტორი. გაბუნიას სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ თავისი ცოლის - სოფიო ლილუაშვილის კანდიდატურა შემომთავაზა, რაზეც თავი შევიკავე. . კიდევ ერთხელ მივმართავ „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის ნამდვილ მფლობელს, ჩემთან ერთად მიიღოს მონაწილეობა უკანონობის გამოსწორებასა და „მთავარი არხის“ გადარჩენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დუმილი „ქართული ოცნებასთან“გარკვეულ გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. „მთავარი არხის“ გადასარჩენად საჭიროა მის დირექტორად მოვიდეს ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი, რომელიც კანონიერად მართავს არხს. გვარამია-გაბუნიას ეს დემაგოგიური შავი პიარიც ჩემს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარგებელს ემსახურება. კარგა ხანია ფარდა აეხადა გვარამიასა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის ფარულ გარიგებას და საზოგადოებას არც ახლა გაუჭირდება სიმართლეში გარკვევა", - წერია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში. . ცნობისთვის, მთავარმა არხმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ არხი ყველა მომხმარებლისთვის გაითიშა როგორც რეგიონებში, ასევე საზღვარგარეთ. 311 შეფასება არ არის
|