x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი" - სააკაშვილი
image

.

4 თვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მას სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვით საუბრის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა. მან კიდევ ერთხელ აიწია მაისური და შესუნთქული მუცელი, ნეკნები და მკერდი კამერის წინ, პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მოიშიშვლა.

.


ამას გარდა, პატიმარი სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ უდანაშაულოა და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი.

.

“ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ თქვენი გზა. გადაწყვიტოს ეს ქართველმა ხალხმა. ღია დებატებში, კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება. გამოდით ხალხო, ბევრი მომხრე მყავს. ხალხს ჰგონია, ცოტანი არიან. ის დროა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აქეთ მხარეს. საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. წკიპზეა რუსეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აფხაზეთში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშვიდობიანად, მომავალი ვერავინ უნდა წაგვართვას. მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, მომემართა. ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. საქართველოში ძალადობა აღარ იქნება და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.

რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა.

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ“,

"რა­ტომ გე­ში­ნი­ათ, ღია მი­მარ­თვა რომ იყოს, მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა დე­ბა­ტებ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს, თქვენ ხართ მარ­თლე­ბი, თუ - მე. თუ გინ­დათ, რკი­ნის "ბრას­ლე­ტი“ და­მა­დეთ, რომ არ­სად გა­გექ­ცეთ. რა­ტომ ეში­ნი­ათ იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვილს ღიად შეხ­ვდნენ დე­ბა­ტებ­ში, ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს, თქვენ ხართ მარ­თლე­ბი, თუ - მე ვარ მარ­თა­ლი, ჩვე­ნი გზა იყო სწო­რი, თუ - თქვე­ნი გზაა სწო­რი, ეს ჩი­ხია უბე­დუ­რე­ბა, თუ ჩვენ გვჭირ­დე­ბა სხვა ახა­ლი რა­ღაც, ეს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს. ნუ არ­თმევთ ქარ­თველ ხალ­ხს სა­შუ­ა­ლე­ბას, თვი­თონ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი, ღია დე­ბა­ტებ­ში შე­ვი­დე, ღია თა­მაშ­ში შე­ვი­დე... ვი­თხოვ ერ­თა­დერ­თს - ღია კა­მათს! ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტოს, ვინ არის ჩვენ შო­რის მარ­თა­ლი“.

– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პირდაპირი ჩართვის დროს.


.

* * *

„თავში ქვა გიხლიათ!.. სანამ გაგიტეხავენ“.. - ხათუნა ხოფერია ოპოზიციას

image

.

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

“ეს რა გჭირს, ოპოზიციად წოდებულო საცოდაობავ!კუპონამ რაც არ უნდა დაუძახოს პრემიერს, გივია ღრანჭმონგრეულმა კობახიძეს, მძორმა მშვილდაძემ- პატრიარქს, ეგ ყველაფერი ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს! რას დაემსგავსეთ! თქვენთვის პასუხის გაცემაც კი შეურაცხმყოფელია თავმოყვარე ადამიანისთვის!ჭკუის დამრიგებელიც აღარავინ გყავთ! კომუნისტების დროინდელი ჟურნალ- “ ნიანგის” ანეკდოტების გმირებად იქეცით! ხაბეიშვილი და წითლიძე შეგრჩათ ლიდერად და მედროშედ! იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდეთ, რომ ამ კომიქსის გმირების გვერდით დადგომა ყველაზე უფრო გულდამწვარ ნაცაქტივისტსაც “ ეპაზორებათ”. თავს გარიდებენ, არ გეკარებიან.იმდენად დიდი ნაპრალია ოცნების რიგით წევრებსა და თქვენს ორღობის “ აბიჟნიკ” სახეებს შორის, რომ…, სად ერეკლე და სად ჩემი ხმალიო, ვერ იტყვი… ხმალს რას ვერჩიო, იფიქრებ და ეგრევე გამოთქმის ორიგინალს მოიშველიებ- სად ერეკლე და სად ჩემი მიშასააკაშვილიო!ანა ნაცვლიშვილის უზნეობას ისეთი გაფართოებული თვალებით იცავთ, ისეთი კრეტინული არგუმენტებით ამართლებთ, რომ ოჯახი და შვილები კი არა, ძაღლიც არ გეყოლებათ მადლიერი და ნაფერები.რა ვიცი აბაა… იმდენი ქენით, რომ სტუდენტები და გონიერი ახალგაზრდები, ლექციებზე მსხდომნი, მხარედ აქციეთ და თავი აჟეჟინეთ…მოკლედ, ერთი თქვენი დედაც ვატირე!.. თავში ქვა გიხლიათ… სანამ გაგიტეხავენ…. - წერს ხათუნა ხოფერია.

.

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ასევე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:

.

“იიი, შენ გაქრი შენა!…
ჩაახუჭუჭე არა?!…
გვარამიას გაშვების “ ზაკაზი” შეასრულე. ახლა, ბიძინას დეოლიგარქიზაციის თემა გაქვს დავალებული და როგორმე უნდა გაიტენო ანუსში ხომ?!…
სალომე, не можешь срать, не мучай жопу! კარგად გამიგე რა გითხარი?
ახლა, შენი დამჭკნარი საჯდომის თამაშს თავი გაანებე და პატრონებთან წადი… ხომ ხედავ, დაგეწვა სარაია… შენი თავშესაფარი პარიზი გადამწვარა რერო… წადი სჯობს, სანამ წაგიღებენ!
და კიდევ ერთი რუსული შეგინება –  широко шагаеш,  штаны порвешь! Сучара!

.

P.S.ამათ რუსულად უნდა ელაპარაკო! ამათ რუსებივით უნდა მოექცე! სხვა ენა და მოპყრობა არ გამოდის, ეგრევე შარიკოვებად იქცევიან ხოლმე და გიღრენენ! ამან, ჰიტლერის აბვერის ფაშისტი ოფიცრის შვილიშვილმაც სცადა დღეს ბიძინასთვის შეეღრინა… ზუსტად ისე, როგორც ბაბუამისი უღრენდა კონცლაგერში გამომწყვდეულ ებრაელ ტყვეებს.სალომე, ეგრე არ დარჩე რააა…”

2
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
94
  
2023, 4 ივლისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 20:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2