საზოგადოება „ბაია პატარაიას ვუჩივლებ, ვირი ვარ უნდა ვაყვირებინო! ეს გალაქტიკური დებილი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 16:10 . ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილსა და უფლებადამცველ ბაია პატარაიას შორის არსებული დაპირისპირება ისევ გრძელდება. ბოლო ხანს ისინი სოციალურ ქსელში და საჯარო სივრცეში ერთმანეთს ღიად ეპაერებიან და არც მწვავე შეფასებებს ერიდებიან. . თამარ ჩერგოლეიშვილი: მოგეხსენებათ, რომ ვაპირებ ბაია პატარაიას ვუჩივლო ცილისწამებაზე.
ორი ამოცანა მაქვს:
1. ცილისწამების დემონიზაცია
2. ქართული ენჯიო აქტივისტების განუვითარებლობის/უზნეობის მხილება
16:00 საათზე გავაკეთებ განცხადებას რა გზით მივდივარ.
ცილისწამება დღეს ნორმაა და პოლიტიკას უხარისხოდ აქცევს.
ჩემი ამოცანაა ცილისწამება ბაია პატარაიასთან ერთად მარგინალიზდეს და პოლიტიკის ხარისხი გაიზარდოს.
P.S. სამწუხაროა, რომ არ შემიძლია "ვირი ვარ და ვყვირივარ" ვაძახებინო ყროყინის თანხლებით, რომ წააგებს. - წერს ჩერგოლეიშვილი.
.
თუმცა, კომენტარებში იქვე ამატებს: ოღონდ თვითონ 2009-2012 წლებში (წლები შეიძლება მეშლებოდეს) ზურა ადეიშვილთან მუშაობდა (ყველაზე ცუდ წლებში). იმას რა შავ ქვად უნდოდა ეს გალაქტიკური დებილი არ ვიცი, მარა იქ იყო
. ბაია ბაბუცა პატარაიამ კი ჩერგოლეიშვილს ეს პოსტი მიუძღვნა:.ჩერგოლეიშვილის ახალი მანტრაა: “ყველა უნდა ჩაირეცხოს, მე უნდა გავირეცხო.”
ხოდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არც ერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით.
.
ახალგაზრდებს შეიძლება არც ახსოვთ, რა შეზრდილი იყო მაშინდელი “ტაბულა” ნაცებთან. მიშას კრიტიკის გამო ბლოგერებს ყრიდნენ. იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალის დარიგება-გაყიდვა; მომხმარებელი, რომლესაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტვ, ვერ აცალკევებდა ამ ორს; რაც მაშინვე გაუქმდა, როცა მიშამ არჩევნები წააგო. ასევე, სამინისტროები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ძალიან დიდი რაოდენობის ტაბულას ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი. აი, ასე ასაღებდა და უკანალში ტენიდა ყველას ამ თავის ჟურნალს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი!
.
კიდევ უარესი, კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.
.
ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში, საიდანაც ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა წამლად. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ეს ოჯახი დღემდე და როგორ ეხმარებიან ირიბად ბიძინას, მე ეგ ამბავიც სარწმუნო მგონია. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მისივე საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ და უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია”.
მეორეჯერ კი იმიტომ დაეშალათ პარტია, რომ საშინელი ავტორიტარები არიან ორივე და არავისთან შეუძლიათ ძალაუფლების გაყოფა. ჩერგო საერთოდ სრული აუტანლობა აქვს ალტერნატიული აზრის.
.
მოკლედ, ჩერგო ვერავის ჩარეცხავს საკუთარი თავის გარდა!
პ.ს. ვიცი, რომ ასეთი პოსტებიც კი უხარია, იმდენად უნდა გააქტუალურება, მაგრამ ერთხელ უნდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არ დაგვვიწყებია მისი კორუფციული წარსული. -- წერს პატარაია.
,
კომენტარებში კი ამატებს:
ცალკე იმაზე მეცინება, ქალი ისეთი ავი ძაღლია, რომ ხალხი შიშით ამ სტატუსს ვერ ალაიქებს და ცალკე მწერენ, რა კარგია, რომ სიმართლე დაწერეო . ტუტუცია, ბიჭო, პირდაპირ საჯარო ლანძღვა-გინებას უწყებს ყველას. ტაქტი, კამათის კულტურა, ოპონენტის პატივისცემა - temu-დან გამოიწერა და ვერ ჩემეიტანეს :))))
.
თავად გასვრილი, სხვების ჩარეცხვაზე ნურც იოცნებებს! თანაც კორუფციულობა “იიი, ნახე რა ვთქვა” არ არის, ძალიან სერიოზული არგუმენტია პოლიტიკოსის წინააღმდეგ. თორემ ზოგადად რა კრეტინკა და ქაჯია, მაგას არ ვწერ ამ პოსტში, არის, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს.
.
ჩერგო სულ მლანძღავს, რაც ვიცნობ. ეგ არაა სიახლე. (ან ვის არ ლანძღავს ეგ ქალი?!) უბრალოდ, ხანდახან ვივიწყებთ ვინ ვინ არის და ზოგჯერ უნდა შევახსენოთ კორუმპირებულებს, რომ სხვების ჩარეცხვაზე მაინც ნუ იქონიებენ პრეტენზიას. შენ თუ ვერტალიოტების ამბავი პირველად გესმის, ძალიან გამიკვირდა. ქალი დადიოდა წლობით ყვებოდა ამას და ეგონა, რაღაც ექსცენტრიკულ სისაყვარლრს ყვებოდა მისი და კეზერას მეგობრობაზე.
332 შეფასება არ არის
|