საზოგადოება „ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში“ - ნანუკა ჟორჟოლიანი 22 ოქტომბერი, 13:48
.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გამოჩენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
.
„ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში. არცერთი სხვა, კიტეც კი არ გამიტყდა ეგრე. აი ლოჩოშვილი როგორ გახდა მაგ პარტიის საკუთრება აი, ბავშვებს რომ კუმირები გაუსხამენ, ეგრე დამემართა... სხვები თითქოს არავინ გამიკვირდა. ლოჩოშვილის სასტიკად გამიტყდა... როგორ არ მეგონა ეს ბიჭი ქოცი:(( . როცა ახალგაზრდა ხარ და შენს საქმეს ძალიან მაგრად აკეთებ, რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს ნებისმიერი პარტია და განსაკუთრებით ახლა, ამ რეალობაში, ქართული ოცნება. ვაახ, ძაან გამიტყდა“ - წერს ჟორჟოლიანი. . ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, 21 ოქტომბერს საარჩევნო მუსიკალური კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.
ვიდეო რგოლში ჩანან სპორტსმენები - სანდრო ბაზაძე, ლაშა ბექაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ასევე, საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე.
.
იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის ადრესატია, არაფერი აკლდებათ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან, მათ აქვთ თავისი სიტყვის, აზრის, პოზიციის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ბულინგის განმახორციელებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან „რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები“.
.
„სამწუხაროა, მაგრამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ბულინგის არაერთ კონკრეტულ ფაქტს შევესწარით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ფაქტი დაუშვებელია და მიუღებელია, მაგრამ საზოგადოება ხედავს და რწმუნდება, რომ ამ ბულინგის განმახორციელებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები. ნებისმიერი განსხვავებული აზრი ამ ადამიანებისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ საკუთარი რეალური სახის ლუსტრაციას ამით ახდენენ. ამ ბულინგის ფონზე, იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის ადრესატია, არაფერი აკლდებათ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან, მათ აქვთ თავისი სიტყვის, აზრის, პოზიციის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სწორედ რომ ეს ერთ-ერთი ის ღირებულებაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან უზრუნველყოფილი იქნა. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ადამიანებს ზიზღი და ცუდი ზრახვები ამოძრავებთ, რაც აი, ამ ბულინგის ფორმით არის გამოხატული“, - განაცხადა მიქანაძემ.
.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა მმართველმა პარტიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელების დარწმუნება საარჩევნო კლიპში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიქანაძე განმარტავს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ეროვნული ნაკრების დანარჩენმა 19 ფეხბურთელმა უარი თქვა კლიპში მონაწილეობაზე.
„სამარცხვინოა ეს კითხვა. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ იმისა, რომ ეროვნული ნაკრების 19-მა ფეხბურთელმა უარი თქვა ამ კლიპში ჩაწერასთან დაკავშირებით, მანიპულირებთ ინფორმაციით და ეს შეკითხვაც არის იმ ბულინგის შემადგენელი ნაწილი, რომ თქვენ ხართ, აბსოლუტურად ისტერიაში ჩავარდნილი, ისევე როგორც თქვენთან უშუალოდ დაკავშირებული პოლიტიკური სუბიექტები. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენთვის წარმოუდგენელია, მიუღებელია, რომ ფეხბურთელები მიმდინარე პროცესებს ჯანსაღად უყურებენ, სიტუაციას აფასებენ და ორიენტირებულები არიან იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. გისურვებთ, რომ ასეთი ბულინგის ტირაჟირებისგან გათავისუფლდეთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.
.
მანამდე. სტუდია მეტროს მიერ გადაღებულ ოცნების კიდევ ერთ საარჩევნო კლიპს მოჰყვა კრიტიკა. იგივე სახის ბულინგის გამო სარეკლამო კომპანია, რომელმაც რგოლი გადაიღო პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამშრომლებმა. როგორც კომპანიის დირექტორი, ნიკა ბოჭორიშვილი აცხადებს, კლიპი ფრილანსერების გუნდთან ერთად გადაიღეს.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის პოსტი გამოჩნდა, რამდენიმე თანამშრომელმა სამსახურის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. მათ შორისაა სანდრო ჯავახიშვილი.
.
189 1-ს მოსწონს
|