საზოგადოება „დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი“ - ნინო ნადირაძე 28 ნოემბერი, 10:49
.
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას, დიპლომების თემას და ამასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
.
1. საერთოდ არ ვემხრობი ეროვნული გამოცდების იდეას, რუსული მოდელია, ვემხრობი დასავლურს, სადაც სკოლაში ყველა საგანში მიღებული ნიშნებით და დახასიათებით აგრძელებ სწავლას ამა თუ იმ უნიში . 2. ასევე არ მომწონს პრეზიდენტის ინსტიტუტი, გასაუქმებელია, ადრეც დავწერე, რაც შეეხება კანდიდატს, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი - წერს ნინო ნადირაძე. . ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომრემაც გააკეთა კომენტარი: . ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოზე მიღებული, უმრავლესობაზე მიღებული და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკურ გუნდში - მე მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისთვის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება... მათი რეაქცია დასტურია იმის, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ წინა ჩვენ წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა - ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება. მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ის თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი ამ პოზიციაზე. –– განაცხადა პარლამენტარის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. . ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე "ქართულმა ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ეხმიანება: ხარობს რუსეთი. ვლადიკავკაზის “ალანიას” ყოფილი ფეხბურთელი გახდება გრუზიას პრეზიდენტიო. ამ ინგლისელებს რას გაუგებ. კი იყო მაშინ “მანჩესტერ სიტი” “ჭ” კლასის გუნდი და კი გავარდა ყაველაშვილის დროს ქვედა ლიგაში, მაგრამ ხომ თამაშობდა მაინც. მათ ადგილას, “ეტიჰადს” სახელს გადავარქმევდი და “ყაველა სტადიონს” დავარქმევდი - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. . ცნობისთვის, ყაველაშვილი მე-10 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია, ხოლო 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" სიის მე-18 ნომერი იყო. ის ყოფილი ფეხბურთელია და სხვადასხვა წლებში „დინამო თბილისში“, „მანჩესტერ სიტში“, „გრასჰოფერში" და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა. პარლამენტში მოხვედრამდე ის ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი. X მოწვევის პარლამენტში ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ნაძალადევის რაიონში. რაც შეეხება მის განათლებას, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, განათლების გრაფა ცარიელია. 100 შეფასება არ არის
|