x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ინფლუენსერ თამაზას ძმა გუშინ, ომში დაიღუპა“ „ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით“ - მაკა ხიზანიშვილი
image

.

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, ცნობილი „ინფლუენსერის“, თამაზ ლოხიშვილის ძმაა. ამ მეტად სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თამაზას მეგობარი, მაკა ხიზანიშვილი ავრცელებს.

.


„გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა. მინდა მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული“, – წერს მაკა ხიზანიშვილი სოციალურ ქსელში.

.

„ასეთ მწა­რე სიკ­ვდილს არ იმ­სა­ხუ­რებ­დით ძმე­ბო“, – წერს თავად თამაზ ლოხიშვილი. ცნო­ბი­ლია, რომ მას მე­ო­რე ძმა 2001 წელს ავა­რი­ით და­ე­ღუ­პა.

.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა. რუსული ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 60-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.

.

როგორც მისი თანამებრძოლი, ალექსანდრე როგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა. მისი თქმით, ლევან ლოხიშვილს ე.წ. ხელნაკეთი დრონი დაეჯახა:

.

„ერთად ვიყავით გასულები პოზიციის მოსამზადებლად. ვასრულებდით დაზვერვა-ყურება-პოზიციების მომზადების სამუშაოს. ერთი საათი ვიმუშავეთ და მალევე დრონის ხმა გავიგეთ. ე.წ. ხელნაკეთი დრონი მოფრინდა. ცოტა ხანი დავიცადეთ, თუმცა, რაღაც მომენტში, სწორედ ლევანს დაეჯახა დრონი. სულ ოთხნი ვიყავით. ლევანი ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთ მებრძოლს დრონის ნამსხვრევი მოხვდა და დაიჭრა. ერთმა - კონტუზია მიიღო“, - ყვება ალექსანდრე როგავა.

.

ლევან ლოხიშვილი ოდესის 126-ე ბრიგადის, 220-ე ბატალიონის მესამე ასეულის წევრი იყო. ეს ჯგუფი ძირითადად მოხალისეებისგან შედგება.

უკრაინაში 2022 წლის 29 მარტს ჩავიდა. უკრაინაში წასვლამდე პროფესიონალი მზარეული იყო. სამხედრო გამოცდილება კი უკრაინაში მიიღო:

„ლევანი უკრაინისკენ მიმავალ გზაზე, ომის დაწყების პირველივე დღეებში გავიცანი. იქ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელის და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. ჩემი უმცროსი ძმა იქნება სიცოცხლის ბოლომდე“, - ეუბნება ალექსანდრე როგავა.

.

ერთი წლის შემდეგ ლევანი ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, 2024 წლის გაზაფხულზე კვლავ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა:

„ლევანს საქართველოში მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახური ჰქონდა მოხდილი. დანარჩენი სამხედრო გამოცდილება უკრაინაში შეიძინა. აქ გაიარა მოსამზადებელი კურსები. მოქნილი იყო, ყველა დავალებას, რასაც კი სავარჯიშო პოლიგონზე მივცემდით, ხუთიანზე ასრულებდა, ისე, როგორც პროფესიონალი სამხედრო. ძალიან გონიერი და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი იყო. ამ ყველაფრის პარალელურად იყო იუმორითა და სიცოცხლის სავსე. გარშემო ყველას შეგვაყვარა თავი“, - ამბობს ალექსანდრე როგავა.

.

ლევან ლოხაშვილს საქართველოში 24 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

.

1
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
46
  
21 ნოემბერი, 13:22
არ ვიცი ვინაა თამაზა, მაგრამ ლევანი იყო უწესიერესი და ვაჟკაცი ადამიანი.
ხერსონის მიმართულებაზე ყოფნისას გავიცანი და უკარგესი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა.
ნათელი მის ვაჟკაცურ სულს...
0 1 1