x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, გახარია ყველა ქოცს გადაწონის! არ შეგრჩებათ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი
image

.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება:

.


"იცით, მტერიც რომ მტერია, მაგრამ ღირსეულად იჭერს თავს შენ წინაშე, ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს. მე ჯერაც არ ვიცი 2017 წლის 25 დეკემბრის სისხლიან ღამესთან რამდენად მიუძღვის მაშინდელ ახლად დანიშნულ შს მინისტრ გახარიას. ერთი რამ ცხადია, მე მას პირადად შევხდი. მან უარყო მისი იმ სისხლიანი ღამის, იმ კოშმარში მონაწილეობის შესახებ. და შემდგომშიც მისი ყველა განცხადება მახსოვს და შენახული მაქვს. ერთი რამ ცხადია, ის გახარია იმ სისხლიან რეჟიმს, კრემლის მონებს და ბიძინა ივანიშვილის შნირ მონებს გაემიჯნა. ეს კი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. მე იმედი მაქვს, გახარია იტყვის თავის სათქმელს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. არის 20 ივნისის ამბავი, არის კერზაიას ამბავი. გახარიას კი ამის პასუხები აქვს. მე ასე თუ ისე ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, არავის არაფერი არ შეგრჩებათ. გახარია მთელი ქოც კრემლის მონებს გადაწონის", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

@

ბათუმში სასტუმრო "შერატონის" მენეჯერის განცხადებით, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის სრული ვიდეოჩანაწერი არსებობს, რომელიც გამოძიების მიერ ჯერ ამოღებული არ არის.

.

მენეჯერის თქმით, სასტუმროს დაცვის უფროსი არსად გადაუყვანიათ.

.

"ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორედ. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არ არის ყველა ჩანაწერი არსებობს ამის და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე. არაფერი არ არის წაშლილი, რა თქმა უნდა [ნანახი მაქვს].

ამოღებული არ არის ჩანაწერები იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური არ მოსულა... ჩანაწერს ვინახავთ თუ არ ვცდები ერთი თვის განმავლობაში...

,

ვიღაც ქალბატონი იყო ვინც თავიდან ბოლომდე იღებდა ამ მომენტს.... რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რომ არ გადაზრდილიყო სერიოზულ აგრესიაში, ჩვენი დაცვა შეეცადა.. განვაცალკევეთ ჩვენ ხომ არ ვიცოდით რა მოხდებოდა შემდგომ...

.

პოლიციას ჩვენ შევატყობინეთ, ეს უკვე გახარიას ინციდენტის შემდეგ იყო. [ქორიძის ინციდენტი] როგორც მე ვიცი იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, შემდგომში მოხდა პოლიციის გამოძახება. სასტუმროს ტერიტორიაა, შემოსასვლელში იყო სისხლი სადაც სტუმრები მოძრაობენ, თუმცაღა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება რაც კი არსებობდა ყველაფერი იქნა ამოღებული. დაცვის უფროსი არავის წაუყვანია არის აბსოლუტური მცდარი ინფორმაცია. დაცვის უფროსი აქ იყო დილის 6:30 საათამდე. თვითონ არ გახლავთ ქართულენოვანი, ინტერვიუს ვერ მოგცემდათ, " - განაცხადა მენეჯერმა.ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. ოლიგარქის მოძალადე "დეპუტატების" თავდასხმის სამიზნე გახდა ზვიად ქორიძეც.

z

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ბათუმში გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე ისაუბრა:
„გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს.

შესაბამისად გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს“.

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0