საზოგადოება „გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“ - პატიმრის სკანდალური ზარი ციხიდან 2018, 18 თებერვალი, 21:32 „გიორგი სანაია #1 ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა“. ამის შესახებ პოსკრიპტუმისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში პატიმარმა კოტე ციხისთავმა განაცხადა. ტელეკომპანია რუსთავი2-მა სანაიას მკვლელობის ახალი გარემოებების შესახებ რეპორტაჟის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატიმარმა ციხისთავმა რუსთავი2-ში დარეკა და კონკრეტული გვარები დაასახელა. მისი თქმით, ჟურნალისტის მკვლელობა ხელისუფლებამ დაგეგმა, წინასწარ მიმდინარეობდა ჟურნალისტზე თვალთვალიც. მოკლული ჟურნალისტის ძმა, ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ახალი დეტალებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მისი თქმით, ისეთი ფაქტები დასახელდა, პროკურატურამ საქმის ძიება ხელახლა უნდა დაიწყოს. 948 5-ს მოსწონს
|