x
image
lady.ge
ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ცალ-ცალკე
imageმაშ ასე, ზოგადი პროგნოზის შესახებ ვისაუბრეთ, ახლა კი დრო დადგა, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს ცალ-ცალკე გავაცნო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მისთვის ივლისის თვე. დავიწყებ ვერძით


ვერძებისთვის ივლისი, საკმაოდ აქტური და სასიამოვნო ცვლილებებით სავსე თვეა, თუ თქვენ მარტოხელა ვერძი ბრძანდებით, გამორიცხული არაა სწორედ ამ "გაგანია ზაფხულში" დაიწყოს თქვენთვის რომანტიული ურთიერთობა, დაოჯახებულ ვერძებს კი არაერთი სასიამოვნო წუთის გატარება ელით ოჯახთან ერთად ივლისის თვეში.


კუროების უმრავლესობას, ივლისი სამსახურეობრივ სარბიელზე წინსვლის საშუალებას მისცემს. ეს შეიძლება იყოს ახალი, პერსპექტიული თანამდებობა ან ძვე
ლ სამსახურში დაწინაურება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემო მშრომელო ბოჩოლებო თქვენი შრომა-გარჯა საკადრისად დაფასდება ამ თვეში.


ტყუპებს კი ივლისი ისეთივე ორსახოვანი და ორაზროვანი შინაარსის ელით, როგორიც მათი სიმბოლო ტყუპია. ეს ის პერიოდია ძვირფასო ტყუპებო, როცა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების ალბათობის წინაშე დაგაყენებთ ბედისწერა და ოქროს შუალედის პოვნა აქ შეუძლებელი იქნება. ასე რომ ან გამარჯვება ან დამარცხება!


image

კირჩხიბისთვის ივლისი ემოციებით დატვირთული და შეიძლება გადატვირთულიც კი იქნება, თქვენ რატომღაც გაგიჩნდებათ ეჭვი რომ სამსახურში კოლეგები, ან სახლში ოჯახის წევრები ისე ვეღარ აფასებენ თქვენს შესაძლებლობებს როგორც აქამდე. პანიკის აწევას ნუ იჩქარებთ ძვირფასო კირჩხიბებო. რადგან მალე დაინახავთ "როგორც ქუხს ისე არ წვიმს".


ლომებს კი ივლისის თვე განსაკუთრებულად სწყალობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნებისმიერ სფეროში მიეცემათ მეფურად ბრწყინვის და თავის გამოჩენის საშუალება. მთავარია ჩვეულმა სიზარმაცემ არ შეუშალოთ ხელი, დანარჩენს კი ივლისი მოუვლის.



ქალწულების უმრავლესობას, ივლისში " ყველაფრის განახლების დაავადება" შეეყრება. თან ისე მძაფრად რომ ნოვატორობაში ყველაზე ორიგინალურ მერწყულსაც კი აჯობებენ ამ საკითხში ერთი შეხედვით კონსერვატორი ქალწულები. კაცმა რომ თქვას ცუდი ამაში არც არაფერია, მთავარია რომ ამ "განახლების" მოთხოვნილებამ თქვენი ბიუჯეტი არ დააზიანოს მნიშვნელოვნად.




მოკლე ხანში მომდევნო ექვსეულის შესახებაც დავდებ ინფორმაციას, არ გამოგრჩეთ ჩემი სტატიები

9
2457
7-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2457
  
2013, 11 იანვარი, 16:04
გაიხარე. ასევე...
2012, 3 ივლისი, 12:02
დარჩენი სადა
2012, 1 ივლისი, 2:38
აბა ლომებო მოემზადეთ და არ იზარმაცოთ გფარავდეთ უფალი-ამინ
2012, 28 ივნისი, 12:52
ვქირობ ქალწულის ბიუჯეტსაც ეხება ეგ თან როგორ :))))
2012, 25 ივნისი, 22:03
მადლობა,ვნახე უკვე,ეს ისე,გაგეხუმრესავით:*:))
2012, 25 ივნისი, 22:01
მონახეთ მეორე ნაწილიც დევს აქ, იმ ნაწილში წერია დანარჩენებზე
2012, 25 ივნისი, 21:48
დანარჩენებმა რა დაგიშავეს?:))
2012, 25 ივნისი, 17:45
მშვილდოსნებითვის?
0 1 9