x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და დიასახლისობის ნიჭი - ნაწილი მესამე
მაშ ასე, მივუახლოვდით ბოლო ოთხეულს და ჯერი მშვილდოსნების დიასახლისობაზე მიდგა. აქვე მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ მშვილდოსანი ქალი და ზოგადად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ქალბატონები, დიასახლისობის დიდი ნიჭით და სიყვარულით არ გამოირჩევიან. მშვილდოსანი კი ამ მხრივ ყველას აჭარბებს. ამიტომ გასაკვირი არაა რატომ გავს ტიპიური მშვილდოსანი დიასახლისის სახლი მშრალი ხიდის ბაზრობას, წესრიგი ეს ისაა რაც მშვილდოსანი ქალბატონისთვის არცთუ მნიშვნელოვანი საკითხია, მთავარია მხიარულება იყოს სახლში. აი რაც შეეხება კერძების მომზადების ნიჭს ამ მხრივ უკეთაა საქმე, რადგან გემრიელად სმა-ჭამა მშვილდოსნის სუსტი წერტილია და ბევრი მშვილდოსანი ქალი კარგადაც ამზადებს.


რაც შეეხება თხის რქას, ეს ქალი ოჯახის ბურჯი და დედაა ყველა გაგებით. თუკი მეუღლეს სათანადო პატივს ცემს, ქალი თხის რქა სანიმუშო დედა და მეოჯახე დგება. მის სახლში ყოველთვის წესრიგი და ჰარმონია იქნება გამეფებული, ბავშვებს კი შესაფერისი სიმკაცრით გაზრდის, რათა მათ ყირაზე არ დააყენონ დედის მილაგებული სახლი და არც მის მიერ მომზადებულ კერძებზე გაბედონ უარის თქმა.

image


აი მერწყულის მომავალ საქმროს კი ვურჩევდი თავი ოჯახში გამეფებული შემოქმედებითი ქაოსისთვის მოამზადოს, რადგან კომუნიკაბელური მერწყული ქალის სახლი მეგობრების თავშეყრის ადგილი იქნება მუდამ, თუმცა ისინი აქ არამხოლოდ დიასახლისის მხირაურლი ხასიათის გამო, არამედ მის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძების დასაგემოვნებლადაც შეიკრიბებეიან. მერწყული ქალების უმრავლესობას ჩინებული კულინარიული ნიჭი აქვს და ხშირად ატარებენ ხოლმე სამზარეულოში გემრიელ ექსპერიმენტებს.




მათთვის კი ვინაც თევზი ქალის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მინდა ვთქვა რომ მთავარია ამ ქალს ოჯახში სითბო, სიმყუდროვე და მშვიდი გარემო შეუქმნათ. თუ ამ პუნქტებს შეასრულებთ, თქვენი თევზი ცოლი მშვენიერი დიასახლისი და კარგი მზარეული იქნება. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ის არის რომ მისთვის ოჯახის ბიუჯეტის ნდობა არ ღირს, თორემ თქვენ ხელფასს ისეთი სისწრაფით გაანიავებს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ.

7
1194
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1194
  
2014, 21 ნოემბერი, 18:36
ტევზი ვარ და ასიანია
2013, 22 სექტემბერი, 13:31
მშვილდოსანი ემთხვევა
2012, 17 ივნისი, 22:32
რხის რქაზე სიმარტლეა ასეა ნამდვილად
2012, 13 ივნისი, 9:14
ცოტა რაღაც ემთხვევა მშვილდოსანზე
2012, 11 ივნისი, 23:25
აქედან არცერთი, მაგრამ ნაცნობი მშვილდოსანი და თევზი მყავს და ზუსტად ემთხვევა ::D:D:D
2012, 11 ივნისი, 23:23
შენ რომელი ხარ აქედან? :))
2012, 11 ივნისი, 23:20
რა ზუსტიაა :))
0 1 7