ასტროლოგია 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 2012, 24 აპრილი, 23:00 იდეალური დღეა ოფიციალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. კარგ შედეგებს მოიტანს ურთიერთობა კანონის და წესრიგის დამცველებთან, საინფორმაციო სამსახურის, რედაქციის, საშუამავლო ფირმის მუშაკებთან. ხელსაყრელი მომენტია დოკუმენტების გაფორმების, მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარების, ხელშეკრულების დადებისთვის. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია პატიოსნება და პასუხისმგებლობა. თქვენი მთავარი რესურსი იქნება არა ფული, არამედ ადამიანები. კავშირები გახდება მთავარი კაპიტალი. დააფასეთ ის ადამიანები, რომელთა წესიერებაში დარწმუნებული ხართ და ბოლომდე ენდობით. გაიზრდება საიმედო შუამავლის პოვნის და მასთან თანამშრომლობის დადების ალბათობა.თქვენი შემოსავალი და კეთილდღეობა გახდება პირდაპირ დამოკიდებული ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე, გათვიცნობიერებულობაზე. დღეს არ გჭირდებათ მკაცრი უფროსი. ინსტინქტურად მიხვდებით, რომ გარკვეული წესების დაცვა თქვენ ინტერესებში შედის. მეტად რაციონალური და ანგარიშიანი იქნებით. ხელსაყრელი დროა პროფესიული ან მშობლის მოვალეობის შესრულებისთვის. დასვენება, შემოქმედებითი საქმიანობა, სტუმრად ვიზიტი წინასწარ დაგეგმეთ. სასიყვარულო საქმეებში სასურველია პატიოსნება, წესრიგიანობა და შორსმჭვრეტელობა. დღეს გარანტირებული გექნებათ საიმედო ზურგი. ფარულ მხარდაჭერას გაგიწევთ ნათესაური კავშირები, ოჯახური ტრადიციები, კოლეგებთან ურთიერთობა, გამოცდილი საინფორმაციო წყარო. შინაგან კმაყოფილებას მიიღებთ პროფესიული საქმიანობისგან, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან ან შუამავლობასთან, ცნობების სისტემატიზირებას და გადაცემასთან, დახურულ დაწესებულებაში მუშაობასთან. დღეს გააძლიერეთ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელსაც სარგებელი მოაქვს და ხელს უწყობს თქვენ გათვიცნობიერებულობას. თქვენი პარტნიორები და კოლეგები გახდებიან თქვენი მეგობრები, ხოლო მეგობრები კი სამუშაო კოლექტივში გაითქვიფებიან. დამატებითი ყურადღება დაუთმეთ გამოცდილ და საიმედო საინფორმაციო წყაროსთან ურთიერთობას. ხელსაყრელიმომენტია თათბირის ჩატარების, ანგარიშების, სამომავლო გეგმების, პრესრელიზების შედგენისთვის. დღეს გარემოება ხელს უწყობს თქვენ პროფესიულ წარმატებას, უფროსობა გაწევს გონივრულ დათმობას, თუმცა თქვენგან ელოდება სამუშაო სტანდარტების კეთილსინდისიერად და ზედმიწევნით დაცვას. დაიცავით სუბორდინაცია და ვადების, ეცადეთ სწორად გააფორმოთ შრომის შედეგები. ვალდებულების შესრულებას შეუთავსეთ შესაძლებლობის გაზრდა. ნურსად იჩქარებთ და ამგვარად ყველაფერს შეასრულებთ დაწესებულ დროში. ხელსაყრელი დღეა სასარგებლო კავშირების გამყარებისთვის სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, გამარტივდება ფორმალური პროცედურები, რომელიც დაკავშრებული ვიზის და მოქალაქეობის მიღებასთან. ხელსაყრელი მომენტია სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთვის თქვენ სასარგებლოდ. ემოციებმა ადგილი უნდა დაუთმონ ანგარიშს და კონტროლს. არ მოერიდოთ ოფიციალურ ურთიერთობას და ფორმალურ პროცედურებს. აყევით სტანდარტულ ტრადიციულ განრიგს და ნაწილი პრობლემები სამუდამოდ გაქრება, ხელსაყრელი დროა შემოსავლების დეკლარაციის შესადგენად, ასევე ერთობლივი რესურსების, ოჯახური ქონების, მემკვიდრეობის მართვასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. დიდ წარმატებას მიაღწევთ სხვა ადამიანებთან თანაბარუფლებიანი თანამშრომლობით. მარტო საქმიანობა ნაკლებად ხელსაყრელი იქნება. პარტნიორი, დამხმარე, კონსულტანტი ან შუამავლი უზრუნველყოფს თქვენ დამატებით თავდაჯერებულობას და გახდება თქვენი ღირსეული წარმომადგენელი ნებისმიერ სფეროში. ცოლ-ქმრული ურთიერთობა, პროფესიული პარტნიორობა ან ძველი მეგობრობა დადებითად აისახება თქვენ საქმეზე. ხელსაყრელი დროა დამხმარის ძიებისთვის. კარგ შედეგებს გამოიღებს ურთიერთობა სხვადასხვა სერვისების, საინფორმაციო სამსახურის, სამართლებრივი და საშუამავლო ორგანიზაციის, სამედიცინო პერსონალთან. შეძლებთ მიღებული ცნობების მოწესრიგებას, მაგ. გაფანტული მონაცემებისგან მყარი სისტემის შექმნას. სხვა ადამიანების გრძნობები და რეაქცია დღეს მოულოდნელი არ იქნება, სიურპრიზები არ გელოდებათ. მუშაობა მოიტანს კანონზომიერ წარმატებას, დასვენებას კი წინასწარ დაგეგმავთ. დარწმუნდებით სხვა ადამიანების ერთგულებაში ან არჩეული გზის სამართლიანობაში. თუმცა ნაკლებად საუკეთესო მომენტია არასანქცირებული ექსპერიმენტის, თავგადასავლის და თავისუფალი შემოქმედებისთვის, რადგან აზარტი და შემართება შეკვეთით არ მოდის. დღეს მოერიდეთ კანონის და ტრადიციების დარღვევას. გარშემომყოფებთან ყველა უთანხმოება მოაგვარეთ დიპლომატიური და რაციონალური გზით. ხელსაყრელი მომენტია საკუთარი უფლებების ოფიციალურად დამტკიცებისთვის. გარემომცველი სივრცე მოაწესრიგეთ და ხშირად გაანიავეთ. 609 1-ს მოსწონს
|