x
image
lady.ge
როგორ მოვაწონოთ თავი მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

image

თუ თქვენი რჩეული ვერძია-დაიმახსოვრეთ, მას არ უყვარს ქალები რომლებიც იქეთ იჩენენე ინიციატივას, უკან დასდევენ, ურეკავენ, პაემნებს უნიშნავენ და ა.შ თუ ვერძის დაკარგვა გინდთ თანაც სამუდამოდ მაშინ იქეთ გადადით მასთან შეტევაზე და ისე აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ. სამაგიეროდ თუ ნაზი, სიფრიფანა ( ბუნებით სიფრიფანა და არა გარეგნულად!) დაუცველი და საყვარელი იქნებით ვერძი თქვენგან არასად წავა.




თუკი კურო მოხვდა თქვენს მოსანადირებელ სამიზნეებს შორის, მაშინ სასწრაფოდ შეიძინეთ კულინარიის კარგი წიგნი, ან სულაც კულინარიის შემსწავლელ კურსებზე იარეთ. ცნობილი გამოთქმა
"მამაკაცის გულისკენ გზა, კუჭზე გადისო" ან კურო მამაკაცზე უთქვამთ ან თავად კურომ გამოიგონა. ჰოდა კიდევ ისიც გაითვალისწინეთ, რომ კუროებს გამხდარი გოგონები მაინც და მაინც არ იზიდავთ, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაარღვიოთ მომაბეზრებელი დიეტები და თავს ერთი ორი კილოს მომატების უფლება მისცეთ.





თუკი ტყუპის მიმართ გაგიჩნდათ სიმპათია, თქვენ კი ამ დროს მორცხვი და ნაკლებად კონტაქტური გოგონა ბრძანდებით სასწრაფოდ ივარჯიშოთ უნდა სითამამეში და არც ინტელექტის გაღრმავება გაწყენდათ ისე. ტყუპი კაცი, მუდოს და გაუნათლებელს თავის გვერდით ვერასოდეს აიტანს თუნდაც ქალი სექსსიმბოლოთა კატეგორიაში გადიდოდეს.


image


ხოლო თუ ბედმა კირჩხიბის სიყვარული გარგუნათ, ნუ იჩქარებთ მისთვის თქვენი სიმპათიების გამოაშკარავებას. იმიტომ რომ თუ ბევრ ზრუნვა-ფერებას მიაჩვევთ, ჩათვალეთ რომ თქვენი კავშირი ხელზე ბეჭდით და მენდელსონის მარშით დასრულდება. კიბოები იმ კაცების რიცხვს განეკუთვნებიან ვისაც დაბადებიდანვე ცოლი მოყავს ან სურვილი აქვს ამის. ასე რომ მთავარია დედამისს და მის მრავალრიცხოვან ნათესაობას მოაწონოთ თავი და ჩათვალეთ თავი ქუდში გაქვთ!






აი რაც შეეხება ლომს, კაცმა რომ თქვას ლომის მოხიბვლას რა უნდა? ლომი ხომ იმისთვის დაიბადა მისით ყველა ქალი იხიბლებოდეს, ამიტომ უპრობლემოდ ჩაგწერთ ეგრევე თავისი თაყვანისმცემლების დიდ არმიაში, რომელიც შესაძლოა სინამდვილეში სულ სამი ქალისგან შედგებოდეს და აქედან ორი მისი გარე ბიძაშვილი იყოს მამიდის მხრიდან. ნუ რა მოხდა ეხლა თქვენზე ეფექტის მოსახდენად თუ მოიტყუა ურთიერთობის დასაწყისში. სამაგიეროდ თუ მზად ხართ გამუდმებული აღტაცება და ოვაციები არ დაიშუროთ ლომის მიმართ ჩათვალეთ რომ ძალიან მალე დაიკავებთ საპატიო ადგილს მის მხურვალე გულში.



საქმე ცოტა რთულადაა თუ მაინც და მაინც ქალწულის "მოჩანგვლა" გადაწყვიტეთ. და საერთოდ ნეტა ვიცოდე, რამ მოგაწონათ ეს კაცი? ზედმეტად მოწესრიგებული. სულ გაპრიალებულ-დავარცხნილ-ჩაწიკწიკებული. მოკლედ "კაცი-ნათურა". გაინტერესებთ როგორ მოაწონოთ თავი? მოწესრიგებულობით, არაქარაფშუტული საქციელით და ნაკლები ინიციატივიანობით. თორემ თუ თქვენგან ოდნავ მეტი დაინტერსება იგრძნო, ეგრევე თავის გაპრიალებულ ქუდს დაიხურავს და უკან მოუხედავად გაიქცევა, რომელიმე ნაკლებმომთხოვნ ქალთან, ან სულაც ბუღალტრული აღრიცხვების გასაკეთებლად ოფისში. (ასე ნერვებსაც დაიწყნარებს და უფრო მეტ ფულსაც იშოვნის "ოვერთაიმებით")






არც სასწორი კაცი უქნია მაინც და მაინც ღმერთს დიდად. იცოცხლე გარეგნულად კი გამოიყურება "კანფეტივით" და ხასიათიც კანფეტი აქვს, ნაწილობრივ..სანამ კარგ ხასიათზეა. სამაგიეროდ როცა თქვენი ვარცხნილობა, ჩაცმულობა ან ზედმეტად მძაფრი სუნამო არ მოეწონება, ისეთ უხასიათობას გამოამჟღავნებს, ეჭვი სერიოზულად შეგეპარებათ ეს ის კაცია რომელიც მე მომწონდა აქამდეო. ამასთნ ერთად გადაწყვეტილებების მიღება- ყოველთვის თქვენი მისაღები იქნება. "კაცი მე ვარ ოჯახში"-ტიპის ფრაზები სასწორებმა ნაკლებად იციან.

image

ოო, აი მორიელმა თუ მოგხიბლათ ნამდვილად არ გამიკვირდება. მაგრამ სანამ ჯერ მხოლოდ მოხიბვლის პროცესში ხართ, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, ამ კაცის პერიოდულად აუტანელი ხასიათის შესახებ, თორემ მერე ისე "მიგაგიპნოზებთ" არანაირი რჩევები და გაფრთხილებები აღარ გიშველით. ამასთან ერთად უნდა შეეგუოთ მის ბოღმიან ხასიათს, რაზე, როდის და რატომ გაგიბრაზდათ რომ ვერ გაიგებთ იმას, არასოდეს ეცადოთ შურისძიებაზე ფიქრს და ნუ მოკლედ..თუ მყარი ნერვები გაქვთ გარისკეთ, თუ არ გაქვთ და მაინც გაირისკეთ, ასათიანზე თუ არ მოხვდით ნერვული სისტემა მაინც გაგიმყარდებათ.





თუკი მშვილდოსანი შეგიყვარდათ..ოღონდ "თუკი" სიტყვა არ არსებობს როცა მშვილდოსანს ეცნობით. ძალიან ძნელია რომ ეს მხიარული, კეთილი და ოპტიმისტი კაცი არ შეგიყვარდეთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, თუ უკვე "ჩემო პრინცესა და ერთადერთო" გიწოდათ, კარგად დაძებნეთ, დარწმუნებული ვარ ასეთ "პრინცესებს" და "ერთადერთებს" მის ცხოვრებაში ოხრად აღმოაჩენთ. მას უბრალოდ არ შეუძლია მხოლოდ ერთი ქალით დაკმაყოფილდეს, ამიტომ ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ. თუმცა სხვამხრივ მხიარულება და თავგადასავლები მის გვერდით გარანტირებული გაქვთ, დიდი ამბავი ეხლა თუ ერთ-ორ იუბკას გააყოლა ხანდახან თვალი და გულიც ხშირ შემთხვევაში.






სამაგიეროდ თუ ოჯახის "მუჭუჭს" და ცხოვრებაში სალი კლდესავით მყარ საყრდენს ეძებთ, თქვენ ამას თხის რქა მამაკაცში აღმოაჩენთ. თუმცა თქვენი თხის რქა, "სალი კლდის" თვისებებით, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით მალე თავადაც გაგაკვირვებთ.როცა საშინლად ჯიუტი და კონსერვატორი აღმოჩნდება. თხის რქის დაკარგვა თუ არ გინდათ არასოდეს იკუნტრუშოთ თქვენ ჭკუაზე და მის ჯიბრზე, არასოდეს გახდეთ მასზე ფინანსურად დამოკიდებული და არასოდეს გააკრიტიკოთ იგი.







მერწყული მოგწონთ? ერთი ამიხსენით სად მოასწარით ამ კაცის მოწონება? მერწყული კაცი, ყველაზე "დაცენტრილი" კაცების რიცხვს განეკუთვნება. მან არასოდეს არ იცის წინ რა იქნება. დღეს ალთასაა, ხვალ ბალთას, ზეგ შეიძლება საერთოდ მარსზე გაფრენა მოუნდეს და თქვენ ცოლად მოყვანაზე ასი წელი არ დაფიქრდება. მისი "დაბმა" თუ გინდათ მასავით ბევრი "ტარაკანები" უნდა გყავდეთ თავში. არასოდეს დაგეგმოთ მომავალი და მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებებით იცხოვროთ.





რაც შეეხებათ თევზ მამაკაცზე შეყვარებულ ქალებს. მომილოცავს თქვეში სამედიცინო დარგისკენ მიდრეკილება იგრძნობა. მედდის, ფსიქოლოგის ან ფერშალის დიპლომს ნამდვილად გამოკრავთ ხელს ამ კაცთან ურთიერთობის მერე. იმიტომ რომ მისი პერიოდული დეპრესიები, ალკოჰოლის მიმართ დიდი სიყვარული და ა.შ თქვენში აუცილებლად გააღვიძებს დედა ტერეზას თვისებებს. თევზი კაცი ნაკლებად უნდა აკრიტიკოთ, რბილად მოეპყრათ, დაუყვავოთ.. მოკლედ მოამზადეთ მისთვის ერთი კარგი აკვარიუმი და საკუთარი თავისთვის ბევრი ვალერიანის ტაბლეტები, დამიჯერეთ გამოგადგებათ.

26
18432
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
18432
  
2015, 28 აპრილი, 16:30
სამაგიეროდ საუკეთესოები ვართ მაინც :D
2015, 28 აპრილი, 16:29
მე მერწყული ვარ და კი სიმართლეა ^–^
სამწუხაროდ მერწყულზე ყველაფერი სიმართლე წერია :დ :დ
2014, 23 ნოემბერი, 13:42
ვაიმე მეც მერწყულს გადავეკიდე:D
2013, 6 ოქტომბერი, 20:29
:D ra mitxari da bolo sityvebi rom martalia
2013, 4 ოქტომბერი, 22:39
ისე შენ რა გიტხარი, ბოლო სიტყვები მარტალია დდდ
2013, 26 აგვისტო, 15:33
Exactly :))) Tevzebiiiiii !!!
2013, 22 აგვისტო, 14:18
სამაგიეროდ საინტერესოები და საყვარლები ვართ :D მოულოდნელი დეგენერატები
2013, 22 აგვისტო, 14:17
ჰოროსკოპს ესმის ჩემი (მერწყული)
2013, 16 აპრილი, 9:42
სასწორზე არ მომეწონა რაღაც რაღაცეებიიიი:)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10