x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშნები და დიასახლისობის ნიჭი
image














ზოდიაქოს ნიშანი არა მარტო ტემპერამენტს, მსოფლმხედველობას და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს განაპირობებს ადამიანის ხასიათში, იგი პასუხისმგებელი უამრავ სხვა წვრილმან-მსხვილმან დეტალზეცაა ჩვენ ცხოვრებაში. მაგალითად ის თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული თქვენი საყვარელი ქალბატონი, დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში მას სამზარეულოსთან და ზოგადად ოჯახურ ვალდებულებებთან, როგორი დამოკიდებულება ექნება. მოკლედ მოდით მივყვეთ რიგითობით..


დავიწყოთ ვერძით- ზოდიაოქს ამ ნიშნით საოჯახო საქმეების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამორჩეული ქალები იბადებიან. რაღა თქმა უნდა არსებობენ ისეთი ვერძი ცოლებიც რომლების სახლს საქმეებს ჩინებულად ართმევენ თავს და პლუს ამას ბავშვების მთელ ინკუბატორსაც ზრდიან, მაგრამ დიასახლისის როლი ნამდვილად არაა ვერძი ქალის მოწოდება. მისი ინტერესები უფრო სახლის გარეთაა მიმართული. საყვარელმა კაცმა მას საკმარისი თავისუფლება უნდა მისცეს იმისთვის რომ მან თავისი საყვარელი საქმეც აკეთოს. ოჯახის მოვლის პარალელურად.


რაც შეეხება კუროს, ამ მხრივ მასთან გაცილებით უკეთაა საქმე. კურო ქალი ბუნებით ოჯახის და კომფორტის მოყვარულია.ამიტომ მას არც საჭმლის კეთება ეზარება (სხვათაშორის არც ჭამა) და არც ქმარ-შვილის მოვლა. ერთადერი მინუსი ისაა რომ ამ ქალს ყველაფრის ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთება უყვარს და სახლის ლაგებას ნახევარი დღე, საჭმლის მზადებას კი მეორე ნახევარი შეიძლება მოანდომოს. სამაგიეროდ ისეთი გემრიელი ხელი აქვს მამაკაცი თითებს ჩაიკვნეტს მის მომზადებულ კერძებზე.




რაც შეეხება თავქარიან ტყუპ ქალს, აქ საქმე ცოტა რთულადაა. იმის განსაზღვრა როგორი დიასახლისი იქნება თქვენი ტყუპი შეყვარებული ცოტა ძნელია. ეს იმიტომ რომ მას თავში ათასი პარასკევი აქვს და ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება. ამიტომ ერთ დღეს თუ სანიმუშო დიასახლისობით გაგაოცებთ, მეორე დღეს შეიძლება დილიდან თმადაუვარცხნელმა იაროს და არც აულაგებელმა ლოგინმა და დასარეცხმა ჭურჭელმა შეაწუხოს.


აი ვისაც კირჩხიბი ქალის ცოლად მოყვანა აქვს გადაწყვეტილი ნამდვილად სწორ არჩევანს აკეთებს. კიბო ქალი მოწოდებითაა დედა და დიასახლისი. მასში ეს თვისებები დაბადებიდან დევს ჩანსახის დონეზე. ეს იმიტომ რომ ზოგადად კიბო მზრუნველი ადამიანია, მისთვის ჰაერივით აუცილებელია იზრუნოს ვინმეზე. მოაროს, დააპუროს, გაათბოს და ხანდახან ტვინიც უბურღოს.. თუმცა ეს სხვა თემაა. მოკლედ კირჩხიბი ქალი თამამად მოიყვანეთ ცოლად. შიმშილით სიკვდილი არ გემუქრებათ მის ხელში.



მომდევნო სტატიაში მომდევნო ოთხეულს განვიხილავ, არ გამოტოვოთ ჩემი ახალი პოსტი

10
1974
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1974
  
2012, 29 დეკემბერი, 22:49
მართალია, ძაააან ნელი ვარ )
2012, 27 ნოემბერი, 16:36
კაცებზეც რომ დაგეწერათ მსგავსი სტატია კარგი იქნებოდა
2012, 2 სექტემბერი, 1:51
ვერძი ვარ და ვეთანხმები:)
2012, 14 ივლისი, 16:50
მე კი მეგონა დედაჩემის ბრალი იყო ხუთი წლის ასაკიდან რომ ჩამჩიჩინებდა რამეში მომეხმარეო ჩემი სიძულვილი. კარიერისტები რომ ვართ თავისთავად მაგრამ..
2012, 1 ივლისი, 21:25
ვერძი ვარ და მართლაც ეგრეა:D
2012, 13 ივნისი, 9:12
მშვილდოსანმა რა დაგიშავათ?
2012, 12 ივნისი, 14:47
რაც შეეხება თხის რქას, ეს ქალი ოჯახის ბურჯი და დედაა ყველა გაგებით. თუკი მეუღლეს სათანადო პატივს ცემს, ქალი თხის რქა სანიმუშო დედა და მეოჯახე დგება. მის სახლში ყოველთვის წესრიგი და ჰარმონია იქნება გამეფებული, ბავშვებს კი შესაფერისი სიმკაცრით გაზრდის, რათა მათ ყირაზე არ დააყენონ დედის მილაგებული სახლი და არც მის მიერ მომზადებულ კერძებზე გაბედონ უარის თქმა.
2012, 12 ივნისი, 14:46
რქის თხამ?:D:D:D:D ეგ მომეწონა შემდეგ ნაწილებშია:)
2012, 12 ივნისი, 13:31
კურო ვარ და ასეა, ზუსტიაა
2012, 11 ივნისი, 22:50
რქის ტხამ რა დაასჰავა?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10