x
image
lady.ge
ტყუპი ქალი - ჰარემი შინაურულ პირობებში

image
გადავწყვიტე დავიწყო ასტროლოგური სტატიების ციკლი, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მხედვით ყველაზე ლამაზი, მაცდური და სექსუალური ქალების ფსიქოტიპის განხილვის შესახებ..

გადავხედე მსოფლიო ლამაზმანთა სიას და პირველ რიგში გასული და ახლანდელი საუკუნის სექს-სიმბოლოების, მერილინ მონროსა და ანჯელინა ჯოლს რუკებს გადავავლე თვალი... ორივე ტყუპი აღმოჩნდა ჰოდა მოდით ზოდიაქოს ამ ნიშნით დავიწყოთ:



ტყუპი ქალი ანუ ჰარემი შინაურ პირობებში


ის ერთადერთია ალბათ ზოდიაქოს
სხვა ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის
რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია მამაკაცს მასთან ურთიერთობისას, ისეთი ასოციაცია
შეექმნას თითქოს ეს უკანასკნელი არაბი შეიხია და ”ჰარემის დვიჟენიაში” მოხვდა. როგორც
ბოთლიდან ამომძვრალი ჯინი, ტყუპჩიკსაც ისეთივე
ოსტატობით შეუძლია ახალ-ახალი ”იმიჯები” მოირგოს და ყოველი მორიგი შეხვედრისას თქვენს წინაშე
აფსოლუტურად განსხვავებული ვიზუალით წარსდგეს.


თანდაყოლილი ვირტუოზული ნიჭის წყალობით, ოსტატურად ილაქლაქოს და იხუმროს გარშემო ყველაზე
და ყველაფერზე, ტყუპ ქალს ნებისმიერი კაცის
დაბმა შეუძლია (ნუ საწყის ეტაპზე მაინც). ამასთან ერთად გაორებული ბუნების გამო, თანამოსაუბრის პრობლემების
მოსმენა-კომენტირებაც ისევე კარგად ეხერხება
როგორც ლაქლაქი, რაც ახლადგაცნობილი მამაკაცის თვალში მას უფრო მეტ შარმს მატებს.,
ხომ იცით კაცებს როგორ უყვართ ”მსმენელი აუდიტორია”


თუმცა...თუმცა....

image

მიუხედავად იმისა,
რომ ის ადვილად აბამს ნაცნობობას და ახალ-ახალ მეგობრებსაც იოლად იძენს, ეს სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ მას ვინმესთან დაკავშირებით ”შორსმიმავალი გეგმები” გააჩნია.
ამიტომ როცა ამ მომხიბვლელ ”თავქარიან-ჰაეროვან”
არსებას ეცნობით, აუცილებელი არაა მომდევნო კვირასვე მმაჩის ბიუროში დაუპიროთ წაყვანა,
თქვენი ამგვარი საქციელი რბილად რომ ვთქვათ
”კრახით” დასრულდება და სავარაუდოდ ”ჰაეროვან ლედის” ცხოვრებაში ვეღარ ნახავთ..


მერკურით მართული ქალები, ძალზე მრავალმხრივები, კატასროფულად ცნობისმოყვარეები
და ცვალებადები არიან. მართალია მას აქვს სურვილი გარშემო ყველას მოსწონდეს, მაგრამ
თავად ვინმესთან ხანგრძლივად ”დაკავშირებას” ძალიან ერიდება. სიახლეებისადმი მანიაკალური
სიყვარულის გამოა ზუსტად, რომ მათ ყურდაღებას
ხანგრძლივად ვერავინ და ვერაფერი ვერ იპყრობს. ტყუპი კარგი მეგობარია, შეუძლია გაგამხიარულოთ,
გაგართოთ, ხასიათი გამოგიკეთოთ მაგრამ ნუ მოსთხოვთ მას გამუდმებით ისმინოს თქვენი წუწუნი
და პრობლემები. გაორებული ბუნების გამო, ამ
ქალს ყველაფერი მალე ბეზრდება, შესაბამისად ის იმპულსების კარნახით უფრო ცხოვრობს ვიდრე
გონების მსჯელობას მიყვება. ამიტომ არაფრად უღირს ერთ დილას გაღვიძოს, ჩემოდანში ჩაყაროს
ნივთები და სადმე ნიკარაგუის ჯუნგლებში გაემგზავროს წითელი ჯვრის ასოციაციასთან ერთად,
მთავარია რომ არ მოიწყინოს!


თუმცა სწორედ თავისი
ამ თავქარიანობის გამოა რომ ტყუპ ქალს იშვიათად მიყავს დაწყებული საქმე ბოლომდე. როგორც
წესი (თუ იგი ტიპიური ტყუპია) ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით იწყებს, მაგრამ სადღაც შუა გზაზე
შესაძლოა სულ სხვა იდეებმა გაიტაცონ და სინდისის ქენჯნის გარეშე გადაუხვიოს
გვერდით.

2
1104
5-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1104
  
2013, 23 მაისი, 17:40
ზუუსსტტააადდდ:))
2012, 22 ნოემბერი, 15:12
ვიცოდი რომ ძალინ საყვარელი ვიყავი და ვარ :)
0 1 2