ასტროლოგია ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ცალ-ცალკე 2012, 25 ივნისი, 11:09 ![]() ვერძებისთვის ივლისი, საკმაოდ აქტური და სასიამოვნო ცვლილებებით სავსე თვეა, თუ თქვენ მარტოხელა ვერძი ბრძანდებით, გამორიცხული არაა სწორედ ამ "გაგანია ზაფხულში" დაიწყოს თქვენთვის რომანტიული ურთიერთობა, დაოჯახებულ ვერძებს კი არაერთი სასიამოვნო წუთის გატარება ელით ოჯახთან ერთად ივლისის თვეში. კუროების უმრავლესობას, ივლისი სამსახურეობრივ სარბიელზე წინსვლის საშუალებას მისცემს. ეს შეიძლება იყოს ახალი, პერსპექტიული თანამდებობა ან ძვე ლ სამსახურში დაწინაურება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემო მშრომელო ბოჩოლებო თქვენი შრომა-გარჯა საკადრისად დაფასდება ამ თვეში. ტყუპებს კი ივლისი ისეთივე ორსახოვანი და ორაზროვანი შინაარსის ელით, როგორიც მათი სიმბოლო ტყუპია. ეს ის პერიოდია ძვირფასო ტყუპებო, როცა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების ალბათობის წინაშე დაგაყენებთ ბედისწერა და ოქროს შუალედის პოვნა აქ შეუძლებელი იქნება. ასე რომ ან გამარჯვება ან დამარცხება! ![]() ლომებს კი ივლისის თვე განსაკუთრებულად სწყალობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნებისმიერ სფეროში მიეცემათ მეფურად ბრწყინვის და თავის გამოჩენის საშუალება. მთავარია ჩვეულმა სიზარმაცემ არ შეუშალოთ ხელი, დანარჩენს კი ივლისი მოუვლის. ქალწულების უმრავლესობას, ივლისში " ყველაფრის განახლების დაავადება" შეეყრება. თან ისე მძაფრად რომ ნოვატორობაში ყველაზე ორიგინალურ მერწყულსაც კი აჯობებენ ამ საკითხში ერთი შეხედვით კონსერვატორი ქალწულები. კაცმა რომ თქვას ცუდი ამაში არც არაფერია, მთავარია რომ ამ "განახლების" მოთხოვნილებამ თქვენი ბიუჯეტი არ დააზიანოს მნიშვნელოვნად. მოკლე ხანში მომდევნო ექვსეულის შესახებაც დავდებ ინფორმაციას, არ გამოგრჩეთ ჩემი სტატიები 2457 7-ს მოსწონს
|