საზოგადოება სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელია, ხოლო 71-80 წლამდე 2 501 2018, 4 თებერვალი, 3:27 გასულ კვირას კახეთში, კერძოდ კი გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში ხანდაზმული პედაგოგი გარდაიცვალა. 79 წლის ხელოვნების მასწავლებელი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამ ფაქტის გაჟღერებისთანავე აქტუალური გახდა კითხვა, რამდენი ხანდაზმული პედაგოგი მუშაობს საქართველოში. სოციალურ ქსელებში საზოგადოება აქტიურად განიხილავს საკითხს, ახალგაზრდა, ენერგული პედაგოგები უფრო ეფექტურად მუშაობენ, თუ ხანდაზმულები და გამოცდილები. ასევე განსჯის საგანია ისიც, ხანდაზმულებმა გზა უნდა დაუთმონ თუ არა ახალგაზრდა კადრებს. ამ ფონზე ოფიციალური მონაცემები ვრცელდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამუშავებული 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. ხოლო, 71-დან 80 წლამდე კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – 9 მასწავლებელი, 21 წლისაა. 275 2-ს მოსწონს
|