საზოგადოება უკრაინელი ეზოში მდგარ სკამს 10 წლის განმავლობაში იღებდა, ნახეთ, რა დააფიქსირა კამერამ 2018, 1 თებერვალი, 14:35 მე არ მამოძრავებდა რაიმე კონკრეტული მიზანი, უბრალოდ გამოვდიოდი სამზარეულოში და ვიხედებოდი ფანჯრიდან.ჩვეულებრივად ყოველთვის იყო რაიმე საცქერი. უკრაინელმა ფოტოგრაფმა ევგენი კოტენკომ 10 წლის განმავლობაში უღებდა ფოტოებს ეზოში მდგარ ერთ სკამს, იცვლებოდა წელიწადის დრონი და ძელსკამის ფერი, მაგრამ ზოგიერთი რამ რჩებოდა უცვლელი. "მე არ მამოძრავებდა რაიმე კონკრეტული მიზანი, უბრალოდ გამოვდიოდი სამზარეულოში და ვიხედებოდი ფანჯრიდან.ჩვეულებრივად ყოველთვის იყო რაიმე საცქერი."-აღნიშნავს ევგენი კოტენკო რადიო "თავისუფლებასთან " ინტერვიუში. როგორც თვითონ ამბობს, მთლიანობაში დარჩა კარგი მოგონებები მეზობლებზე და ეზოზე, სადაც გაიზარდა, თუმცა იყო ბევრი ცუდი ამბებიც, რომელიც ურჩევნია დაივიწყოს:"ყველაზე ცუდი-ეს არის ხედავდე ხალხს, რომელთან ერთადაც სკოლაში დავდიოდი, შემდეკ კი ისინი იჯდნენ სკამდნენ და სვამდნენ, ხოლო შემდეგ სახლში რეპტილიებივით მიხოხავდნენ.მეშინოდა, თუ ქუჩაში გავიდოდი, მათი მსგავსი არ გავმხდარიყავი." მისი ფოტოპროექტი კიევის მხატვრულ სახლში გამოფინეს, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. "ზოგი იცინოდა, სხვები მსაყვედურობდნენ, რომ მარტო ლოთებზე მოვახდინე კონცენტრაცია." ახლა კი გთავაზობთ ფოტოგრაფის 10 წლიან ნამუშევარს. ისე, თქვენ რას ხედავთ ხოლმე თქვენს ეზოში? 5264 10-ს მოსწონს
|