ფოტოგრაფია დედობრივი სიყვარული, რომელიც ანადგურებს - ფოტოები, რომლებზეც ბევრი უნდა დაფიქრდეს! 2018, 24 იანვარი, 11:42 საყოველთაოდ ცნობილია, რომ მშობელთა პრობლემები და მათი დამოკიდებულება შვილების მიმართ, აისახება ბავშვის ხასიათზე, მის ჩვევებსა და საზოგადოების აღქმაზე. პარადოქსულია, მაგრამ საკუთარი კომპლექსების ბავშვისთვის თავზე მოხვევა ზოგჯერ საუკეთესო განზრახვის შედეგადაც ხდება, რადგან: "ასე უკეთესი იქნება შენთვის", "მე უკეთ ვიცი რა გჭირდება", "არ უნდა გაიმეორო ჩემი შეცდომები"... მაგრამ აუცილებელია ბავშვს შეცდომის ჩადენის, საკუთარი ნების გამოვლენის უფლება მივცეთ. ფოტოგრაფი ანა რადჩენკო ამ საკითხს იკვლევს დედობრივი სიყვარულის მიმართულებით, რომელიც ხშირად ფანტასმაგორიულ ხასიათს იძნეს და საერთოდ აღარ ჰყავს იმ გრძნობას, რასაც სიყვარული ჰქვია. ამ პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტოებზე ჰიპერბოლიაციისა და გროტესკული სახეების საშუალებით აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით ცხადად წარმოჩინდება. აქ წარმოდგენილია ის ტიპიური ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები, რაც, სამწუხაროდ, დედებსა და შვილებს შორის ხშირად არსებობს: მშობლის არარეალიზებული სურვილები, ზედმეტი სიმკაცრე, ტოტალური კონტროლი და გადაჭარბებული ზრუნვა. წარმოგიდგენთ ამ ფოტოებს, რომლებიც ერთი წუთით მაინც დაგვაფიქრებს, ნამდვილად გვაქვს თუ არა სწორი დამოკიდებულება შვილების მიმართ, თუ მხოლოდ ჩვენ გვგონია ასე? ასევე დაგაინტერესებთ: 1. ერთსიტყვიანი წერილი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა - რა უთხრეს ქალიშვილებმა დედას? 2. მეთოდი, რომლითაც დედას შვილის განკურნება შეუძლია - ექსპერიმენტის საოცარი შედეგები! 3. "დედის გზა" - ემოციური იგავი, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ! 4. ასე კეთდება საკეისრო კვეთა - დეტალური ფოტოაღწერა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს 5. როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთ 6. „დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?“ - ქართველი ექიმების "მარგალიტები" 7. მდიდარი სასიძო და შეცდენილი ქალიშვილი - ამბავი, რომელმაც ბევრი გაახალისა! 5849 7-ს მოსწონს
|