x
image
natia.a
მეთოდი, რომლითაც დედას შვილის განკურნება შეუძლია - ექსპერიმენტის საოცარი შედეგები!

image
დედობრივი სიყვარულის უსაზღვრო შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული ფენომენია. დედასა და შვილს ერთმანეთთან აკავშირებთ გრძნობა, რომელიც ნებისმიერ მანძილსა თუ ცხოვრებისეულ სირთულეს უძლებს - დედას ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია თავისი შვილისთვის...

ექსპერიმენტმა, რომელიც ინგლისში ჩაატერეს, დაამტკიცა, რომ დედის სიყვარული მართლა სასწაულებს ახდენს. საკუთარი შვილების განსაკურნად კვლევაში მონაწილე დედები დათანხმდნენ ყოველ საღამოს ჩაეტარებინათ ერთი ძალიან სასიამოვნო პროცედურა. საჭირო იყო უბრალოდ დალოდებოდნენ სანამ ბავშვები ჩაიძინებდნენ და აქტიური ძილის ფაზაში, რომელიც ჩაძინებიდან 15 წუთში დგება, შვილებისთვის ყურში ეჩურჩულათ სასიყვარულო სიტყვები.
image

"მიყვარხარ. ვამაყობ შენით. მეამაყება, რომ ჩემი შვილი ხარ. შენ ყველაზე კარგი შვილი ხარ." ამგვარ სიტყვებს ეუბნებოდნენ დედები შვილებს. ეფექტმა გააოცა როგორც კვლევის მონაწილეები, ასევე დამკვირვებლები: ბავშვები, რომლებიც დედების სიყვარულს გრძნობდნენ, გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

ამ მოვლენის ახსნა, ცხადია, შეიძლება ჰიპნოზითაც - ძილის დროს ბავშვის ქვეცნობიერი ღიაა შთაგონებისთვის. ადამიანს, რომელიც უყვართ, სურს სიცოცხლე და სწრაფად იკურნება. მაგრამ დედობრივი სიყვარული არანაირ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.


ბავშვი, რომელსაც ხშირად ესმის სასიყვარულო სიტყვები, იზრდება ბედნიერ, სრულფასოვან ადამიანად. დღის მანძილზე ყველა დედას არა აქვს საშუალებას საკმარისი დრო დაუთმოს შვილებს, სამაგიეროდ საღამოს საათებში ამის გაკეთება მარტივია.

ჩაძინებული პატარა ადამიანი დედის ემოციებით იქნება გარემოცული და უფრო მყუდროდ იგრძნობს თავს. სასიყვარულო სიტყვების ჩურჩულისას შეიძლება შეამჩნიოთ, როგორ იღიმება ბავშვი ძილში. საკუთარ შვილთან სიახლოვე ამგვარ მომენტებში განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა.

უთხარით ის, რისი თქმაც ყველაზე მეტად გსურთ თქვენი შვილისთვის: მოუყევით, როგორ ამაყობთ მისით, ბედნიერი ხართ, რომ ასეთი შვილი გყავთ, რომ ის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება ბავშვისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ზრდასრული ადამიანისთვის.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ კეთილ სიტყვებს ბავშვს რაც შეიძლება ხშირად, სიფხიზლის დროსაც ეტყვით - სულ მალე იგრძნობთ, როგორ გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობა, გახდება უფრო მშვიდი და ხალისიანი.

სიტყვებს დიდი ძალა აქვს, ამიტომ ყოველთვის დაფიქრდით, სანამ ბავშვს რაიმეს ეტყვით. რადგან, თუ სასიყვარულო სიტყვებს ასეთი შთამბეჭდავი ეფექტის მოხდება შეუძლია, როგორი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ბოროტ სიტყვას? სიტყვით მკურნალობაც შეიძლება და დაავადებაც, ამიტომ სანამ რაიმეს ეტყვით, განსაკუთრებით საკუთარ შვილს, ყოველთვის დაფიქრდით.

1
2802
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2802
  
2015, 17 ნოემბერი, 12:03
თბილი სტატიაა
0 1 1