საზოგადოება მაჩალიკაშვილის მამა: სოლტახმედოვი და ბორზიევი ჩვენს ოჯახში დადიოდნენ 2018, 15 იანვარი, 14:53 თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირები, რომლებიც საერთაშორისო ინტერპოლის მიერ არიან ძებნილები, მათ ოჯახში ჩაის და ყავის დასალევად დადიოდნენ. ის ამბობს, რომ ქისტები სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს კარგად იცავენ. ეს პირები კი ხეობაში ორი წელია იმყოფებოდნენ და ცხადია ამ ხნის მანძილზე მეგობრებსაც გაიჩენდნენ. "ჩემს შვილს ისინი ჩემთვის არ გაუცვნია, არც ის აუხსნია, საიდან იცნობდა მათ. მაგრამ როცა მეზობლად მოდიოდნენ, ჩვენც მოვიპატიჟებდით ხოლმე. ორი საუკუნეა ასეთი წესია. ჩვენ ასე ვიცით, რომ ისინი ბიზნესისთვის, თუ რაღაცა საქმის წამოსაწყებად ჩამოვიდნენ. როცა თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შტურმი მიდიოდა, მთელი ხეობა უყურებდა ამას, მაგრამ თემირლანს არ უთქვამს, რომ იმ კორპუსში შესაძლოა ის ბიჭები ყოფილიყვნენ, რომელთაც ჩვენ ვმასპინძლობდით, " - აღნიშნა მაჩალიკაშვილის მამამ ტვ პირველის ეთერში. 1172 შეფასება არ არის
|