x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„საწყალი მაგის ცოლიო… სიცოცხლეში მიეხედაო… ჭორაობა ჰქვია ამას“ – გელა დაიაური
image

.

პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს, მიმართავს, რომლებიც მისი წარსული, პირადი ცხოვრების შესახებ ისევ საუბრობენ და მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის ირგვლივ ისევ ჭორაობენ.

.


„არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა… უბრალოდ, ერთის თქმა მინდა“, – ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა. ეს ყველამ იცის, მაგრამ გრძნობით მარტო ის იგრძნობს, ვისაც მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული ტკივილი განუცდია. ცუდია, როცა არ იცნობ ადამიანს, არ იცი მისი ცხოვრებისეული დეტალები და კომენტარს (თუ ვარაუდს) გამოთქვამს მის ცხოვრებაზე, პირადულზე. მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭორაობა ჰქვია ამას.

.

„საწყალი მაგის ცოლი“… „სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის“, „ნეტავ თუ ესმის მაგის ცოლს..“ და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა, ჩემო კარგებო. თან ისეთი ჭორაობა, ადამიანობასთან რომ არ აქვს კავშირი. ნორმალური ადამიანი ამ ტკივილს გაიგებს და რბილად შეეხება…

.

ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ… მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, მოაზროვნე და უფლის მოყვარე მეუღლე და ყველაფერს ერთად, მშვიდად და თბილად ვუძლებთ.

.

ვიცი, არ ღირდა ამდენ საუბრად, ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი ეძღვნებათ, მაგრამ იყოს…


P.S. მადლობა, თბილ ხალხს… ვისაც ესმის ჩემი… საბედნიეროდ, ბევრია კარგი ადამიანები“, – წერს გელა დაიაური.




**********

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

.
მხო­ლოდ თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი­სა და გელა და­ი­ა­უ­რის უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რო­გორ გა­ნიც­დი­და თე­ო­ნა მე­უღ­ლეს­თან გან­შო­რე­ბას, რო­გორ უყ­ვარ­და და რო­გორ ენატ­რე­ბო­და, რო­დე­საც ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, წყვილს ერ­თმა­ნე­თის­გან შორს მო­უ­წია ყოფ­ნამ. გელა მა­შინ შა­ტილ­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და, თე­ო­ნა კი ფეხ­მძი­მედ იყო და გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ამ­ჯო­ბი­ნეს, თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დრო შე­მოდ­გო­მი­დან ზა­ფხუ­ლამ­დე უსაშ­ვე­ლოდ ძნე­ლი და ტკი­ვი­ლით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა ორი­ვეს­თვის... გელა დღემ­დე ინა­ხავს წე­რი­ლებს, რომ­ლებ­საც ბარ­ში დარ­ჩე­ნი­ლი თე­ო­ნა სწერ­და, რომ­ლე­ბი­და­ნაც სა­ოც­რად დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­ნატ­რე­ბა იგ­რძნო­ბა.

.

* * *

გთა­ვა­ზობთ ამ წე­რი­ლე­ბის ნა­წილს ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან:

"...შენ­მა ერ­თმა ლექსმა ისევ ამი­ჩუ­ყა გული, კუნწ... მა­ინც რა ვარ ასე­თი? რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და ზოგ­ჯერ, რა უბე­დუ­რე­ბის ეჭ­ვე­ბი ამეკ­ვი­ა­ტე­ბა ხოლ­მე. რო­გორ მინ­და, რომ არ მოგ­წყინ­დე..."

***

"შენი ბა­რა­თე­ბი მა­სულ­დგმუ­ლებს და მაძ­ლე­ბი­ნებს. თავს შენც გა­უფრ­თხილ­დი. არ და­გა­ვი­წყდეს, გე­ლო­დე­ბი და უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ! გკოც­ნი, ჩემო ერ­თა­დერ­თო. მეც უკვე ძა­ლი­ან მი­ჭირს უშე­ნოდ. ფე­ხით წა­მოს­ვლა­ზე არც იფიქ­რო, კუნ­წულ. მე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ ცოტა ხან­საც გავძლებ. სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვმღე­რი - თით­ქოს არც არას­დროს მიმ­ღე­რია. ძნე­ლია თურ­მე უშე­ნო­ბა, მე კი­დევ არა მი­შავს, მაგ­რამ ჩვე­ნი პა­ტა­რა... კარ­გია, რომ მე­გობ­რე­ბი გსტუმ­რო­ბენ და თავს მარ­ტო არ გრძნობ".

***

"გა­მარ­ჯო­ბა, ჩემო სა­ნატ­რე­ლო. მარ­თლაც, რო­გო­რი სა­ნატ­რე­ლი გა­მიხ­დი. და­მი­ჯე­რე, ჩემი დილა ცრემ­ლე­ბით იწყე­ბა და ცრემ­ლე­ბით მთავ­რდე­ბა, თუმ­ცა, უფალს მა­ინც მად­ლო­ბას ვწი­რავ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის; იმის­თვის, რომ შენი თავი მა­ჩუ­ქა; იმის­თვის, რომ ერთ თვე­ში მაგ­რად ჩა­გე­ხუ­ტე­ბი... ვიცი, რა ძნე­ლია უპა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბის წერა, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო ძნე­ლია, შენ რომ არ შე­გიძ­ლია პა­სუ­ხის გა­ცე­მა. შენ­ზე ვდარ­დობ. პა­ტა­რა­ზე ხომ მო­გი­ყე­ვი, ძა­ლი­ან ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რია. დე­და­შე­ნი ხში­რად მკი­თხუ­ლობს, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი ლა­პა­რა­კი მამ­შვი­დებს. მუ­ცო­ში რა­ტომ მი­დი­ხარ, უბ­რა­ლოდ? ვერც მე გწერ გემ­რი­ე­ლად, ყვე­ლას კომ­პი­უ­ტერ­თან უნდა ჯდო­მა. ხომ იცი, ახა­ლი რო­მაა, ყვე­ლას უხა­რია... გეხ­ვე­წე­ბი, არ გე­წყი­ნოს, ბევ­რს თუ ვერ მოგ­წერ. შენს ბა­ლიშს ისევ შენი სუნი აქვს და არ ვცვლი... მიყ­ვარ­ხარ! შენი ლექ­სე­ბი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. რა­ღა­ცებს მეც ვჩხაპ­ნი ხოლ­მე, მაგ­რამ მე­რი­დე­ბა, რომ მოგ­წე­რო. ჩემ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლო, თავს გა­უფრ­თხილ­დი. იცის, უფალ­მა, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და ყო­ველ­თვის შენს კარ­გად ყოფ­ნას, ჩვე­ნი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცე­სა და ჩვე­ნი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბას ვე­ვედ­რე­ბი მას. მიყ­ვარ­ხარ, მომ­წე­რე ხში­რად, შენ ხომ სწრა­ფად წერ. გკოც­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს!"

***

"გა­მარ­ჯო­ბა, კუნ­წულ. რა ხდე­ბა მუ­ცოს ჭა­ლა­ში? ხომ მშვი­დო­ბაა? კუნ­წულ, ისევ იმ ვა­გონ­ში ხომ არ და­გა­ძი­ნეს? არ გა­მი­ცივ­დე, იცო­დე. მო­მე­ნატ­რა მან­და­უ­რო­ბა. ხვალ წირ­ვა­ზე მივ­დი­ვარ სა­მე­ბა­ში. მე­ნატ­რე­ბი უზო­მოდ და ერთი სუ­ლით ვე­ლო­დე­ბი შენს წე­რი­ლებს. მო­მი­ყე­ვი მუ­ცოს ამ­ბე­ბი. ნე­ტავ, ჩემ­თან იყო ახლა. რო­გორ აღარ მომ­წონს სამ­ყა­რო უშე­ნოდ. რო­გო­რი მო­წყე­ნი­ლი დავ­დი­ვარ, რომ იცო­დე. ყო­ველ სა­ღა­მოს ვკი­თხუ­ლობ შენს წე­რი­ლებს ცრემ­ლე­ბით და მერე ვინ იცის, რო­დის ჩა­მე­ძი­ნე­ბა ხოლ­მე ფიქ­რე­ბით დაღ­ლილს. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხარ მე და ამ ცელქ ბავ­შვს. მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი, ღმერ­თმა იცის, რო­გორ..."

***

"გა­მარ­ჯო­ბა, კუნ­წულ, ხომ კარ­გად ხარ? ხომ მშვი­დო­ბით მო­ი­ა­რე მუ­ცოს ჭალა? მე ისევ და ისევ მე­ნატ­რე­ბი და მე­ნატ­რე­ბი. დის­კის ჩა­წე­რა და­ვი­წყე, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც გა­ვარ­კვიე, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შენ რომ ჩა­მოხ­ვალ, ერ­თად მო­ვი­ფიქ­როთ და დავ­გეგ­მოთ ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი პა­ტა­რა ამ წუ­თას, იცი, რო­გორ ფარ­თხა­ლებს? აქ ძა­ლი­ან დათ­ბა, უკვე გა­ზა­ფხუ­ლის სუნი ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ ჩემ­თვის შენი ჩა­მოს­ვლა იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლი. მე­ნატ­რე­ბი, მიყ­ვარ­ხარ..."

***

"ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, ასე უცებ რომ და­მემ­შვი­დო­ბე. არა უშავს, თუ არ გცა­ლია. ცოტა ცრემ­ლებს დავღვრი და წყე­ნაც გა­და­მივ­ლის. მა­პა­ტიე, ვიცი, ეგო­ის­ტი ვარ..."

***

"ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, უსაშ­ვე­ლოდ. ეს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი არ მეშ­ვე­ბა, ტვი­ნი მე­მა­ტე­ბა ალ­ბათ. გო­ნე­ბით შენ­თან ვარ. აქ კი­დევ მე­უბ­ნე­ბი­ან, რა გა­თი­შუ­ლი და­დი­ხა­რო. ალ­ბათ, უჩე­მო­ბას მი­ეჩ­ვიე კი­დეც. არა­და, რო­გორ არ მინ­და, ასე იყოს. მე ვერ მი­ვეჩ­ვიე. ხან­და­ხან მგო­ნი, გა­წუ­ხებ თით­ქოს. ამ­დე­ნი "მიყ­ვარ­ხარ", ამ­დე­ნი "მე­ნატ­რე­ბი"... მგო­ნია, დაგ­ღა­ლე და ვერ ვხვდე­ბი. ახლა სა­ში­ნელ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს. ვიცი, უსაშ­ვე­ლო წუ­წუ­ნი მიყ­ვარს, მაგ­რამ ვის ვუ­თხრა, თუ არა შენ. რა­ღაც სულ სხვა­ნა­ი­რად მო­გე­კედ­ლე და რო­გორ არ მინ­და, ჩე­მით და­ი­ღა­ლო. მა­პა­ტიე, ზოგ­ჯერ უც­ნა­უ­რი აზ­რე­ბი შე­მი­პყრობს ხოლ­მე. შენ ხარ ერ­თა­დერ­თი სიმ­დიდ­რე ჩემ­თვის, მეტი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია. და ზოგ­ჯერ, როცა ცუდ რა­მეს წარ­მო­ვიდ­გენ, ვხვდე­ბი, თუ შენ ჩემ გვერ­დით არ იქ­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, მოვ­კვდე­ბი! არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ხან­და­ხან მე­ში­ნია ამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის! ჩემ­ზე არ იდარ­დო. ახლა, როცა ცოტა ვი­ბო­დი­ა­ლე, და­ვის­ვე­ნე, მა­პა­ტიე. შენ მანდ შენი სი­მარ­ტო­ვეც გე­ყო­ფა, ამ­დე­ნი წუ­წუ­ნით კი­დევ მე აქე­დან გა­წყენ თავს. მგო­ნი, გა­დამ­რია ამ სიყ­ვა­რულ­მა! მიყ­ვარ­ხარ! უზო­მოდ კი არა, უფრო მე­ტად! გკოც­ნი..."

***

"დღეს ვე­ზი­ა­რე. სას­წა­უ­ლი გან­ცდაა - მა­ცხოვ­რის სის­ხლსა და ხორცს ეზი­ა­რე­ბი და სა­ოც­რად მშვიდ­დე­ბა სული. სულ სხვაა, როცა მო­ძღვა­რი დაგ­ლო­ცავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­გი­წო­ნებს. მო­ნატ­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლია, მაგ­რამ მა­გა­საც ავი­ტან ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლის გუ­ლის­თვის. ჰო, მარ­თლა, დღეს რა­ღაც ჭკვი­ა­ნად იქ­ცე­ვა..."

***

"შენ მე­უბ­ნე­ბი, ნუ იტი­რე­ბო, მაგ­რამ როცა სი­ტყვე­ბი გუ­ლის გულ­ში გა­ივ­ლის, როცა სი­ხა­რუ­ლი­ცა და ტკი­ვი­ლის ჟრუ­ან­ტე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად და­გივ­ლის, ძნე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა. მად­ლო­ბა უფალს, მე შენი შვი­ლის დედა რომ ვარ! შენც დიდი მად­ლო­ბა თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის და გულ­წრფე­ლი გრძნო­ბის­თვის, ჩემი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის­თვის. რო­გორ არ მინ­და ხოლ­მე, რომ გა­წყე­ნი­ნო. რო­გორ არ მინ­და იმა­ზე ვი­ფიქ­რო, ცხოვ­რე­ბა რომ აუ­წყო­ბე­ლი გვაქვს და ჯე­რაც რომ ვერ­სად და­ვი­ბუ­დეთ. არა უშავს, უფა­ლი მო­წყა­ლეა და ყვე­ლა­ფერ­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. რამ­დენ ოჯახს ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი აქვთ, მაგ­რამ მა­ინც ცა­რი­ე­ლე­ბი და­დი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ზე, უსიყ­ვა­რუ­ლოდ, უი­მე­დოდ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი. რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, ჩვენ რამ­ხე­ლა წყა­ლო­ბის ღირ­სე­ბი გავ­ხდით, უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი ვარ - მი­ხა­რია, რომ სული ვი­პო­ვეთ და არა - ხორ­ცი. შენ გა­რე­შე აღა­რა­ფე­რი მა­ხა­რებს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, დარ­დმა არ დამ­თრგუ­ნოს, თა­ნაც, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... შენ ჩემი სი­ცო­ცხლე, ჩემი ყო­ვე­ლი ამო­სუნ­თქვა ხარ. პა­ტა­რამ მო­გი­კი­თხა დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, გკოც­ნით ორი­ვე".

***

"გა­სუ­ლი კა­ცი­სას რას გა­ი­გებ, - ასე და­ვარ­ქვი, კუნ­წულ, დღე­ვან­დელ დღეს. შეჩ­ვე­ვა­აო ყვე­ლა­ფე­რი, - თქვი ერთხელ და თით­ქოს ტყვია მომ­ხვდაო, ისე ამ­ტკივ­და გული. შენ ფიქ­რობ, არ უნდა გაც­ვი­თო სი­ტყვე­ბი, მე კი მგო­ნია, თუ გრძნო­ბა ცო­ცხლობს, არ უნდა შე­ვი­ნა­ხოთ სი­ტყვე­ბი ჩვენ­თვის. მეც დამ­ნა­შა­ვე ვარ, იმ­დენ რა­მეს ვერ გე­უბ­ნე­ბი... რომ შე­მეძ­ლოს, დღე­ში ათი­ა­თას­ჯერ გე­ტყო­დი, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, რო­გორ მა­ხა­რებ და რო­გორ მტკი­ვა შენი ტკი­ვი­ლი. რო­გორ და­ვარ­ქვა შენს ყვე­ლა ამო­სუნ­თქვას შენი სა­ხე­ლი, შენს გუ­ლის­ცე­მას - სი­ხა­რუ­ლი ჩემი... არ იფიქ­რო, აი, ისევ წუ­წუ­ნებ­სო, გეხ­ვე­წე­ბი. უფალს ყო­ველ წამს მად­ლო­ბას ვწი­რავ, ჩემი ნა­წი­ლი, ჩემი ტან­ჯვი­სა და სი­ხა­რუ­ლის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, ჩემი დარ­დი, იმე­დი და ტკი­ვი­ლი რომ გაგ­ხა­და, ერთ უღელ­ში რომ შეგ­ვა­ბა... იცო­დე, მიყ­ვარ­ხარ!"

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0