საზოგადოება „რას მოგვცემს ეს ქუჩის აქციები? ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?“ - მეუფე იაკობი 3 ნოემბერი, 18:17 . მინდა, მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და ქალბატონებს ოპოზიციიდან, რას მოგვცემს ეს ქუჩის აქციები? ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. "როგორც მოხდა, როგორც გაიყო ძალთა ბალანსი, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი ბალანსია. ჩვენს არჩევნებზე რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ შიგნით თუ გარეთ. გარეთ ავიღოთ მოლდოვა. გამოვიდა მაგათი პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია, როგორ ჩაატარე არჩევნები. გამოდის წინა დღეებში უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. შე დალოცვილო, არჩევნებსაც არ ატარებ და ვის არჩევნებზე ლაპარაკობ? მართლა გისურვებ, ქვეყანა შეინარჩუნო, დაგვანებეთ თავი. . ახალგაზრდებს, მინდა, მივმართო, სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ტერიტორიაზე რომ ცხოვრობდნენ, ის ადამიანები გამოდიან, ევროპარლამენტარებზე ვამბობ და საქართველოს წინააღმდეგ ხშირად იღებენ ხოლმე რაღაცას. რომ ცდილობენ, საქართველოში შედარებით არეულობა იყოს. მე არ მრცხვენია ამის თქმა, აკეთებენ იმიტომ, რომ ფიქრობენ, უკრაინას თუ გაუსწორდა რუსეთი, მერე ვიღაცის ჯერი ხომ უნდა დადგეს. ძალიან პატარა ქვეყნებია და არ უნდათ პირველად იმას მიადგნენ. თავიანთი გადასახედიდან სწორადაც იქცევიან, იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ჩვენს ქვეყანას სასაკლაოზე ნუ გაუშვებთ. მინდა, მივმართო ჩვენს პრეზიდენტს და ქალბატონებს ოპოზიციიდან, რას მოგვცემს ეს ქუჩის აქციები?! დღეს ჩვენ თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ფიქრი გამორიცხულია. . ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას იცავთ? საუბრობთ იმიტომ, რომ გინდათ უცხოელს მოაწონოთ თავი, თორემ საქართველოსთვის რას აკეთებთ? ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, რომ, აი, დამთავრდა არჩევნები და ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე – გავაძლიეროთ საქართველო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. . გამარჯვებულ საქართველოსთან იყვნენ ისინიც, რატომ თვლიან, რომ წააგეს. ჩვენ პარტიები ხომ არ აგვირჩევია, ჩვენ ავირჩიეთ ის ხალხი, რომლებმაც უნდა მართონ შემდეგი 4 წელი ქვეყანა და კეთილი ინებე და მართე, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს. . “სირცხვილია ისეთ თემებზე საუბარი. ამათ მხარდამჭერი არ ჰყავთ და ფიქრობენ, რაღაც მოხდეს და გამოიყენონ საბაბი. წაგებულები არ ხართ, სამოცდა რაღაც ადამიანი ხომ შეიყვანეს პარლამენტში, შევიდნენ და საქმე აკეთონ. გამარჯვებულ საქართველოსთან იყვნენ ისინიც, რატომ თვლიან, რომ წააგეს. ჩვენ პარტიები ხომ არ აგვირჩევია, ჩვენ ავირჩიეთ ის ხალხი, რომლებმაც უნდა მართონ შემდეგი 4 წელი ქვეყანა და კეთილი ინებე და მართე. ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენც ამოგვივა ყელში და ჩვენ მივხედავთ. სახელმწიფო თუ არ მიხედავს, ვერ უშველის ვერანაირი უცხოეთი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 91 2-ს მოსწონს
|