x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ძლიერ ავტოავარიას თბილისში 5 ადამიანი ემსხვერპლა
image


თბილისში, მშრალ ხიდთან წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.



როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.




"საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან წუხელ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მშრალ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსეთის ფედერაციიდან ერევანში მიმავალი ავტობუსი Mercedes Neoplan მსუბუქ ავტომობილს Lada დაეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი და ოთხი მგზავრი დაიღუპა“, - ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სომხეთის მოქალაქეები არ არიან.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0