საზოგადოება მორიგი სკანდალი - „კარფურმა“ აფხაზეთი აღიარა? 2017, 29 დეკემბერი, 9:44 სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოსურათი, რომელიც ქართულ მეგამარკეტშია გადაღებული. როგორც მომხმარებლები წერენ, ფოტო კარფურშია გადაღებული. მათი აღშფოთება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აფხაზური პროდქცია თვითაღიარებული ქვეყნის ატრიბუტიკითაა გაფორმებული და ეს სავაჭრო დახლებზე თბილისშია განთავსებული. ფოტოს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძეც ავრცელებს. „ივანიშვილის კარფურმა აფხაზეთი აღიარა, მეტიც - როგორც ჩანს რუსეთის ნაწილად აღიარა. თქვენი დდშვც!!! პრემიერის მერე ხსნილია!“ - წერს ორჯონიკიძე. 653 შეფასება არ არის
|