საზოგადოება რუსთაველზე დანით 15 წლის ბიჭი დაჭრეს - არასრულწლოვანს 4 ჭრილობა აქვს 2017, 19 დეკემბერი, 17:18 თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. "რუსთაველზე დაჭრილ არასრულწლოვანს 4 ჭრილობა აქვს და ოპერაცია უტარდება", - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"პაციენტი მოყვანილი სასწრაფოს მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის არეში და წელის მიდამოში. აღენიშნება ტრავმული ჰემოპრემოთარაქსი. პაციენტი იმყოფება საოპერაციო ბლოკში მიმდინარეობს ოპერაცია. 4 ჭრილობა აქვს მიყენებული სავარაუდოდ დანით. მოზარდი დაახლოებით 15-16 წლის არის", - განაცხადა ექიმმა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 89 შეფასება არ არის
|