x
image
მოზამბიკელი
"ბარბარე 6 წლის ასაკში გასწირა მამამ...ჩვენი ბარბარე, მისგან განსხვავებით 9 თვის ასაკში “აღესრულა“ თქვენი ხელით"-ნუგზარ სულაშვილი
საფრანგეთში მცხვორები, ქართული დიასპორის წარმომადგენელი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში ბარბარობის დღესასწაულს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ბარბარე რაფალიანცის საქმეს იხსენებს:

image

"ქალბატონ მანანა ბერიკაშვილს და სრულიად ქოცეთს “გილოცავთ“ ბარბარობას!!!

ახლა კი ყურადღებით წაიკითხეთ “ეპისტოლე“ მგლის თავზე სახარების წინა სათქმელი:


ბარბარე მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში დაიბადა 302 წელს. მამამისს დიოსკორე ერქვა. 308 წელს მოკლა მამამისმა ქრისტიანობის მიღების გამო 6 წლის ბავშვი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად დაკარგავდა ყველა მიწიერ სიკეთეს რაც მოიხვეჭა.
ბარბარე 6 წლის ასაკში გასწირა მამამ საკუთარი მომხვეჭელობის, სიმდიდრის, პატივმოყვარეობის, გავლენისა და განდიდების მანკიერი ცოდვების მიზეზით...
ჩვენი ბარბარე, მისგან განსხვავებით 9 თვის ასაკში “აღესრულა“ თქვენი ხელით, ყველა იმ მანკიერი ცოდვების გამო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე.
თითქოს რაღაც სიმბოლური და საერთო ტრაგიზმია ამ ორ სიკვდილს შორის...
განსხვავება მხოლოდ ისაა რომ წმინდა ბარბარემ ნებით დადო თავი მოსაკვეთად მამის მიერ აღმართული მახვილის წინაშე, თუმცა მას ჰქონდა არჩევანის უფლება, (მრწამსის უარყოფა), მაგრამ ჩვენს ბარბარეს არჩევნის უფლება არ ჰქონია. ის, თქვენ, არჩვენებს შესწირეთ !
დიოსკორელნო, თქვენ დღეს ბარბარობას ზეიმობთ, მაგრამ გეშინიათ ზემოთ ახედვის! გეშინიათ რადგან, მშვენივრად იცით, რომ მადლიანი მირონის ნაცვლად სისხლი და მწუხარება გეცხებათ "საცხონებლად..."
და ვაი, რომ არ ხართ მარტონი ამ ცოდვაში და ეს ცოდვა საერთოა მთელი ქვეყნისთვის.
თქვენს შორის მეც ცოდვილი ვარ და დავრჩები ცოდვილად მანამდე, სანამ ენას მდუმარებაში შევინახავ და სანამ არ მოგკითხავთ მოსაკითხს!

შეგვინდოს წმინდა ბარბარემ, ბარბარეს უდანაშაულოდ მოკვდინების ცოდვა."-წერს სულაშვილი


შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, ანუ არჩევნების წინა დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის დედა საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და მისი შვილის მკვლელობა არჩვნებს დაუკავშირა, თავად "ქართულმა ოცნებამ" კი ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა.

მაშინდელმა შინაგანა საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საქმეს უსწრაფესად გამოიძიებდნენ მაგრამ ამ დრომდე პატარა ბარბარეს საქმე გაუხსნელად რჩება.


3
187
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
187
  
2017, 18 დეკემბერი, 15:12
მართალს ბრძანებ ლალი, ადვილია უზრუნველყოფილი კაცისათვის სხვების განკითხვა.
2017, 18 დეკემბერი, 14:01
კიდევ კარგი, ბარბარე რომ ერქვა იმ საცოდავ პატარას, თორემ როგორ ,,გამოაცხობდა,, ამ გულისამრევ სტატუსს ეს ნამდვილი ,,ციციკორე,,.
2017, 18 დეკემბერი, 12:46
ყველა ჭკუას როგორ გვარიგებს ამის ღმერთი არ იყოს, ეს "კგბ"–ს შტატიანი თანამშრომელი მორალს, რომ გვიკითხავს?
კარგია თბილ ოთახში ჯდომა სახელმწიფო კმაყოფაზე, წერე რაც გინდა და რაც მოგესურვება....
0 1 3