სხვა ჩინელებმა უჩინმაჩინის ლაბადა გამოიგონეს 2017, 9 დეკემბერი, 17:10 ჩინურ სოციალურ ქსელებში საყოველთაო აღტაცება გამოიწვია ახალმა პროდუქტმა, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები იუწყებიან, წარმოადგენს კვანტურ უჩინმაჩინის ლაბადას. ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ქრება ადამიანი, როდესაც ხელში ამ ლაბადას შლის. ვიდეოს უკვე 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მასზე ყურადღება არამარტო სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაამახვილეს, არამედ უსაფრთხოების სამსახურის სამძებრო განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩენ შიციუიმ. ჩენმა ვიდეო თავის Weibo-ს აქაუნთზე გააზიარა და განცხადებაც გააკეთა, რომ ეს ნივთი შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს სამხედროებისათვის. "ესაა გამჭვირვალე მასალისაგან დამზადებული კვანტური ქსოვილი, მას შეუძლია აისხლიტოს სინათლის ტალღა იმ ადამიანიდან, რომელსაც მისგან შეკერილი ტანსაცმელი აცვია. ამგვარად გვეჩვენება, რომ ადამიანი უკვალოდ გაქრა", -ამბობს ჩენი. დასასრულს გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ქრება ადამიანი ამ ქსოვილის უკან. 1358 10-ს მოსწონს
|