სხვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ვულკანი ამოფრქვევას აპირებს 2017, 30 ნოემბერი, 14:32 ![]() მთა აგუნგი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოქმედი ვულკანია მსოფლიოში.მისი სიმაღლე 3 000 მეტრია. ![]() ![]() ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების განცხაებით, ვულკანის ამოფრქვევა გარდაუვალია, ამიტომ ამის შესახებ კუნძულის მოსახლეობა გაფრთხილებულ იქნა, თუმცა 100 000 მაცხოვრებლიდან 70 000 ამ დროისათვის კვლავაც ადგილზე რჩება.მიზეზი კი ქონების დაკარგვის შიშია, რისთვისაც ისინი მზად არიან სოცოცხლეც კი შესწირონ. ვულკანი ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა 120 წლიანი პაუზის შემდეგ.ყველას ეგონა, რომ ვულკანმა საბოლოოდ მიიძინა და იქ დასახლება დაიწყეს და უცებ... 1 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აგუნგმა.ეს იყო ბოლო ათ-წლეულების ერთ-ერთი ყველაზე საზარელი კატასტროფა მსოფლიოში. ![]() 272 3-ს მოსწონს
|