სხვა კორონავირუსით 4 ლომი დაინფიცირდა – როგორია მათი მდგომარეობა?!! 2020, 9 დეკემბერი, 20:39
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ცხოველები დაინფიცირდნენ. ჯერ კიდევ აპრილში ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს დაუდასტურდა ვირუსი. არსებობს შესაძლებობა, რომ ცხოველებისაგან ვირუსი კვლავ ადამიანებზე გავრცელდეს, თუმცა ბარსელონას ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამისათვის დამთვალიერებლები ძალიან ახლოს უნდა იყვნენ ცხოველებთან, რაც გამორიცხულია. შესაძლებელია, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ ასევე შინაური კატებიც, ამიტომ მათ პატრონებს გაფრთხილება მართებთ, მით უფრო, თუ ოთხფეხები სახლის გარდა, გარეთაც სეირნობენ. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დანიაში კორონავირუსი დაუდასტურდათ ნუტრიებს, რომელთა ბეწვიც ქურქების წარმოებაში გამოიყენება. ცხოველებისგან ადამიანებს მუტივირებული ვირუსი დაუბრუნდათ, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ ნუტრიების რამდენიმე ფერმა გაანადგურა, რაც მილიონობით ცხოველის მოკვლას ნიშნავს. ასევე საინტერესოა: კოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა – მსოფლიოს ყურადღება დანიისკენა მიმართული
კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომი – აჩლუნგებს თუ არა კორონავირუსი?! 146 1-ს მოსწონს
|