სხვა კორონავირუსი მთელს მსოფლიოში – 14- 15 თებერვლის მონაცემები 2020, 15 თებერვალი, 20:23 კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1400 ადამიანზე მეტია, ხოლო ინფიცირების 64 000-ზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული. ჰუბეის პროვინციაში სულ უფრო და უფრო მეტი სამედიცინო პერსონალი იგზავნება ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. ოფიციალური მონაცემებით, მათგან 2000 უკვე დაავადდა ვირუსით და 6 გარდაიცვალა. 70-ზე მეტმა ავიაკომპანიამ გააუქმა ფრენები ჩინეთის მიმართულებით და პირიქით.შემცირებულია ასევე საზღვაო მიმოსვლა. ჩინეთის ხელისუფლებამ დაანონსა ახალი აპლიკაციის გამოყენება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ამა თუ იმ პირს ინფიცირებულთან კონტაქტი. ამისათვის მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა და პირადი ნომრის შეყვანა იქნება საკმარისი. განსხვავებულია ჩინეთის ხელისუფლების შეფასებები მსოფლიო ლიდერებისაგან. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა არაფერი იღონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ზოგი კი ამბობს, რომ ჩინეთის მთავრობამ ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ტოკიოში ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა კორონავირუსით. ლონდონში ერთ-ერთ კონფერენციაზე დასასწრებად ჩასულ სტუმარს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა, აღსანიშნავია, რომ კონფერენცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. ასევე ლონდონში დაუფიქსირდა ჩინელ ქალბატონს კორონავირუსი, რომელიც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოს თავად მიაკითხა. პეკინში შემსვლელთათვის დაწესდა ჯარიმა იმ შემთხვევებისათის, თუ მოქალაქეები თავს აარიდებენ 14 დღიან კარანტინს. ჰონგ-კონგში დაკეტილია ყველა სკოლა, სავაჭრო ცენტრი, რესტორანი. მოსახლეობას მიეცა გაფრთხილება, სახლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დატოვონ. პრობლემები აქვთ სამედიცონო დაწესებულებებს, მათ შესაბამისი პერსონალი და აღჭურვილობა არ გააჩნიათ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი, ეგვიპტეში. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა შემთხვევა და აღნიშნა, რომ დაინფიცირებული უცხოელი სტუმარია, თუმცა არ კონკრეტდდება რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის. აფრიკაში ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე ექსპერტები უკვე კვირაზე მეტია საუბრობენ (რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები) ასევე იხილეთ: მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა) კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდება მიასთენია - ამოუცნობი დაავადება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ 91 3-ს მოსწონს
|