x
image
კატაპულტი
20-21 თებერვალს ევროპა საჰარის უდაბნოს მტვრით დაიფარება
image
ატმოსფეროს ევროპელი ექსპერტები 20-21 თებერვალს ევროპის ქვეყნების თავზე მტვრის გიგანტურ ღრუბლებს წინასწარმეტყველებენ. რა შედეგების მომტანი იქნება საჰარის უდაბნოდან მომავალი მტვერი ჩვენი კონტინენტის მაცხოვრებლებისათვის? ამაზე პასუხს ქვემოთ გაიგებთ:

როგორც ბრიტანული ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახური (CAMS) იუწყება, ამ შაბათ-კვირას მტვრის დიდი ნაკადი დაფარავს სამხრეთ და ცენტრალურ ევროპას. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ხილვადობის მხრივ, თუმცა დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჰაერის ხარისხზე. ამგვარად, მოსალოდნელია სახლისა და მანქანის ფანჯრების უჩვეულო დამტვერიანება, ცაზე კი ევროპელები მოწითალო შეფერილობის ღრუბლებს იხილავენ. საჰარის უდაბნოს მტვერს უფრო მეტად იგრძნობენ ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ბენელუქსის ქვეყნების მაცხოვრებლები, თუმცა მტვრის ნაკადს სამხრეთ ევროპიდან სკანდინავიის ქვეყნების ჩათვლით შეამჩნევენ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ დაბინძურებული ჰაერი მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, კერძოდ, შესაძლებელია შეიქმნას სუნთქვის პრობლემები.

ბრიტანული ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურს არ უხსენებია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, თუმცა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოშიც დაფიქსირდა უჩვეულო მტვრის დაგროვება, რაც სამხრეთიდან მოდიოდა.



ასევე შეგიძლიათ იხილოთ სხვა საინტერესო სტატიები:

მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ქიმიური კატასტროფა – 25 000-მდე დაღუპული

*

ვერ დაიჯერებთ, რა აღმოჩნდა “ქინდერ სიურპრიზში"

*

მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი ნაგებობები (+ფოტოები)

*

მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი შენობა-ნაგებობები (ფოტოებით -ნაწილი III)

*

მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქები

*

ყველაზე ყველაზე ... ქვეყნები

*

ყველაზე ყველაზე... ქვეყნები (მეორე ნაწილი)


0
105
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0