სხვა შოკისმომგვრელი გარდაცვალება კორონავირუსით 2020, 7 სექტემბერი, 19:52
პაოლა დე სიმონე ( გარდაცვლილი პროფესორი) კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და ამასთან, სუნთქვის პრობლემების გამო რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდა. კოვიდ-19 პაციენტს თვეზე მეტი ხნის წინ დაუდგინდა, თუმცა ჯანმრთელობის საგრძნობი გაუარესება გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაეტყო. 46 წლის არგენტინელი პროფესორი მიუხედავად ჯანმრთელობისა, მაინც განაგრძობდა მუშაობას, - აცხადებენ მისი კოლეგები. მისმა მოსწავლეებმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ვერ შეძლეს იმის გამო, რომ მისი მისამართი არ იცოდნენ. საბოლოოდ, გარდაცვლილი მისმა მეუღლემ იპოვა ბინაში. პროფესორის სტუდენტები და კოლეგები დიდი გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ პაოლა დე სიმონე შესანიშნავი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. აღსანიშნავია, რომ არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი თითქმის ნახევარი მილიონია, ხოლო 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. 591 2-ს მოსწონს
|