x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქები
imageმსოფლიოში მრავლადაა ქვეყნები და ქალაქები, რომელთა სტუმრობა ძალიან სახიფათოა.ზოგიერთგან ქურდობა და ყაჩაღობაა გამეფებული, ზოგან შეიძლება ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდეს ადამიანი, ზოგიერთ ქალაქში კი სიკვდილის რისკია მეტად მაღალი.ქვემოთ მოყვანილია იმ ქალაქების ჩამონათვალი, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე სახიფათოდ ითვლება:


1.ხუარესი.მექსიკა - მექსიკის ქალაქი ხუარესი, რომელიც აშშ-ს საზღვრის პირად მდებარეობს, მსოფლიოში ნარკოტიკების გავრცელების ყველაზე დიდ ცენტრად ითვლება.აქ დღეში საშუალოდ 10 ადამიანი კვდება დაპირისპირებების გამო.


2.მოგადიშუ.სომალი - ამ ქალაქში 20 წელიწადზე მეტი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და სიტუაციის ნორმალიზება დღესაც ვერ ხერხდება.


3.კარაკასი.ვენესუელა - ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი ყველაზე მაღალი კრიმინალური სიტუაციით გამოირჩევა მსოფლიოში.აქ სოციალური ფონი მეტად მძიმეა და პოლიცია სიტუაციას ვერ აკონტროლებს.



4.დეტროიტი.აშშ. - ოდესღაც დეტროიტი საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი იყო, თუმცა დღესდღეობით იქ საქმიანობის ეს სფერო ფაქტობრივად აღარ არსებობს და ქალაქში კრიმინალი, ნარკობიზნესი და უკანონო პროსტიტუციაა გამეფებული.


5.გროზნო.ჩეჩნეთი - გროზნო, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, რუსული მაფიის ხელშია.გაეროს დასკვნით, 2003 წელს ეს ქალაქი მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილი იყო, მდგომარეობა მას შემდეგ ბევრად არ შეცვლილა.


6.რიო დე ჟანეირო.ბრაზილია - კოპაკაბანას სანაპირო მშვენიერი ადგილია დასათვალიერებლად, თუმცა იქ ცხოვრება მეტად ძნელია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ დღეში საშუალოდ 22 მკვლელობა ხდება, ძირითადად კი ნარკო-რეალიზატორების მიზეზით.


7.ბაღდადი.ერაყი - სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, ერაყის ქალაქ ბაღდადში საშიშ მდგომარეობას პოლიტიკური მიზეზები აქვს.აქ მეტად გავრცელებულია თვითმკვლელი ტერორისტების მიერ თავის აფეთქება, რასაც არაერთი ადამიანის სიკვდილი მოსდევს ხოლმე.


8.ბოგოტა.კოლუმბია - კოლუმბიის დედაქალაქი მრავალმხრივ სახიფათოა.ჯერ ერთი, აქ ნარკობიზნესი ყვავის;მეორე, ქალაქი პოლიტიკური ბრძოლის არენაა;მესამე, აქ სხვადახვა ექსტრემისტული დაჯგუფებები მოქმედებენ.


9.ყარაჩი.პაკისტანი - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის ქალაქი ყარაჩი ოსამა ბინ ლადენის თავშესაფარი იყო, მსოფლიოს ეს ადგილი ტერორისტების ყველაზე დიდ თავშესაფრადაა მიჩნეული.


10.კაპშტადი.სამხრეთ აფრიკა - ერთის მხრივ, ეს მსოფლიოს ულამაზეს ადგილად ითვლება, თუმცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის განსხვავება და ეკონომიკური სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ტურისტებისათვის იქ ჩასვლა სახიფათოდ ითვლება.

0
355
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0