სიახლეები კოვიდ-19-ის ახალი სიმპტომი – აჩლუნგებს თუ არა კორონავირუსი?! 2020, 31 ოქტომბერი, 20:08 აგერ უკვე ერთი წელი ხდება, რაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, მთავრობები აწესებენ სხვადასხვა შეზღუდვებს, ხალხის ნაწილი გაგებით ეკიდება რეკომენდაციებს, ნაწილი კი აპროტესტებს, მეცნიერები კი დღემდე იკვლევენ ვირუსს და მაინც ბოლომდე ჯერაც არაა დადგენილი, რა სამომავლო შედეგები შეიძლება ჰქონდეს ვირუსით ინფიცირებას. ამჟამად, ბრიტანელი მეცნიერები კორონავირუსის ახალი სიმპტომების შესახებ აფრთხილებენ მსოფლიოს. მათი მტკიცებით, ვირუსი მოქმედებს ტვინზე და მნიშვნელოვნად აზიანებს მას. ინფიცირების მძიმე შემთხვევების დროს, შესაძლებელია, ტვინის საგრძნობი დაზიანება. დაავადების მიმდინარეობისას ინტელექტის კოეფიციენტი 8, 5 %-ით იკლებს. ეს კი იგივეა, რაც ტვინის ათი წლით დაბერება. კოგნიტური შეზღუდვები ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე თვის მანძილზეც გრძელდება, ამტკიცებენ ბრიტანელი მკვლევარები. თუმცა, მსოფლიოს სხვა მეცნიერები ამ მოსაზრებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათი განცხადებით, აუცილებელია კვლევის შედეგები დიდი სიფრთხილით იქნას შესწავლილი, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია ამ კვლევების მიხედვით იხელმძღვანელონ მედიცინის მუშაკებმა. მათი თქმით, შესაძლებელია, ტვინის შესუსტებული მუშაობა მხოლოდ მოკლევადიანი რეზულტატი იყოს. ასევე დასაზუსტებელია, ტვინის ფუნქციის ნაწილობრივი მოშლა ვირუსითაა გამოწვეული, თუ ინტენსიური თერაპიით. ასევე საინტერეოსა: დაიწყება თუ არა მოქალაქეებზე მსოფლიოს მასშტაბით იმუნიტეტის მოწმობების გაცემა უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში კორონავირუსით გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობენ პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა 311 2-ს მოსწონს
|