x
image
კატაპულტი
დაიწყება თუ არა მოქალაქეებზე მსოფლიოს მასშტაბით იმუნიტეტის მოწმობების გაცემა

image
2019 წლის დეკემბრის ბოლოდან მსოფლიო კორონავირუსმა მნიშვნელოვნად შეცვალა. ჩინეთიდან გავრცელებულმა ვირუსმა ამ ქვეყანაზე მეტად დანარჩენი მსოფლიო აზარალა და აგერ უკვე მეათე თვეა სამყარო კოვიდ-19-ს ებრძვის. რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო დისკუსიებში გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭირო და აუცილებელი იყო ადამიანთა დაყოფა ორ ჯგუფად, ერთი, რომელთაც დაამარცხეს ვირუსი და მეორე, რომელიც ჯერ არ დაინფიცირებულა. შესაბამისად, გაჩნდა იმუნიტეტის მოწმობის გაჩენის არსებობა.კერძოდ, ადამიანებმა, რომელთაც გადაიტანეს ვირუსი, ჩაითვლებიან კოვიდ-19-ის იმუნიტეტის მქონე პირებად და მიიღებენ სპეციალურ მოწმობას. ამ უკანასკნელის მქონენი კი ისარგებლებენ სხვადასხვა პრივილეგიებით, მეორე ჯგუფთან შედარებით. შესაბამისად, დაინფიცირებას გადარჩენილი მოსახლეობა აღმოჩნდებოდა შეზღუდვების ჩარჩოებში.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოქალაქეების ამგვარ დაყოფაზე დაიწყო საუბარი, გახლდათ გერმანია, თუმცა ქვეყნის ეთიკის საბჭომ წამოჭრილი საკითხი დახურა, განაცხადა რა, რომ დაუშვებელია მოქალაქეების ორ ჯგუფად დაყოფა და პრივილეგიებისა და შეზღუდვების შერჩევითად დაწესება. გერმანიის მსგავსად, ამგვარი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ მიუღია, თუმცა საუბრები კვლავაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერაც არ შექმნილა, თუმცა მისი გამოჩენის შემდეგაც რიგი პრობლემები იქნება მოსაგვარებელი, კერძოდ, როგორ გადანაწილდება ვაქცინა მსოფლიოში, მისი ხელმისაწვდომობა და იქნება თუ არა აცრა სავალდებულო?!

P.s. ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
272
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0