x
image
კატაპულტი
ყურადღება! შაქარი მავნებელია!

image
მათთვის, ვინც შაქარს რეგულარულად მოიხმარს და მით უმეტეს, არა მცირე რაოდენობით, მეცნიერებმა არც თუ ისე სახარბიელო დასკვნა გააკეთეს.როგორც აღმოჩნდა, დამატკბობელი ინგრედიენტი ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ კბილებსა და სხეულის წონაზე, არამედ იწვევს მე–2 ხარისხის დიაბეტს, კიბოს, ქოლესტერინის მომატებას, გულის დაავადებას, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აზიანებს ნერვულ სისტემას, უფრო ზუსტად კი, იგი დეპრესიის გამომწვევად გვევლინება.უნდა აღინიშნოს, რომ აქ არ იგულისხმება ხილი და სრულფასოვანი ნახშირწყლები, საქმე ეხება მრეწველობაში გამოყენებულ გადამუშავებულ შაქარს, რომელსაც შეიცავს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეულობა.

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ადამიანები, ვინც ყოველდღიურად 67 გრამ შაქარზე მეტს ღებულობენ სასმელებისა და ტკბილეულობის სახით და შეადარეს იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მოიხმარს არა უმეტეს 40 გრამ შაქარს.კვლევამ დაადგინა, რომ პირველი ჯგუფის ადამიანებს 5 წელიწადში განუვითარდათ ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.

მეცნიერთა განმარტებით, დღეში მიღებული კალორიების სრული რაოდენობიდან შაქრის კალორიების წილი მხოლოდ 10% უნდა იყოს.ამერიკელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, საშუალოდ ადამიანი მოიხმარს არა კალორიებიდან 10% შაქრის კალორიას, არამედ –13%–ს, რაც დაახლოებით 73 გრამ შაქარს უდრის.მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განწყობის ასამაღლებლად, ხოლო რეგულარულად მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, ძუძუს კიბოს, ინტელექტის დაქვეითებას, ზრდის ფილტვის კიბოს რისკს, ქოლესტერინს, ხოლო ორსულობის დროს დიდი რაოდენობით შაქრის მიღებამ ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და ალერგია.

P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0