სხვა სპილომ თავისი გათავისუფლების დროს ცხარე ცრემლებით იტირა 2014, 8 ივლისი, 23:19
რაჯუს ბედ-იღბლით ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Wildlife SOS-მა ყურადღება მიაქცია სპილოს მძიმე მდგომარეობას და გადაწყვიტა, რომ გასაცოდავებული არსება ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა. “ის ისე ჰყავდათ ჯაჭვით დაბმული, რომ იგი ძალიან მძიმე ტკივილს განიცდიდა.ჩვენი წარმომადგენლები მასთან ხილით მივიდნენ და ეფერებოდნენ, რათა რაჯუ მიმხვდარიყო, რომ ჩვენ აქ ვართ, მის დასახმარებლად მოსულები. და სწორედ ამ დროს სპილოს თვალებიდან ცხარე ცრემლები გადმოსცვივდა და მთელი სახე დაეფარა. ამჟამად რაჯუ სპილოებისათვის განკუთვნილ სამაშველო ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების და მისი სახეობის სხვა წარმომადგენლებთან კონტაქტის საშუალება ექნება.ასე, რომ ახლა უკვე აქვს რაჯუს შესაძლებლობა, რომ თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები მაინც გაატაროს ბედნიერად. ჩვენი კი წარმატება ვუსურვოთ მას! 86 3-ს მოსწონს
|