სხვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ვულკანი ამოფრქვევას აპირებს 2017, 30 ნოემბერი, 14:32 მთა აგუნგი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოქმედი ვულკანია მსოფლიოში.მისი სიმაღლე 3 000 მეტრია. მთის სრული სახელი ადგილობრივების ენაზე “საოცარ მთას" ნიშნავს.ამჟამად კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა იქაური მაცხოვრებლების უმეტესობა ტერიტორიის დატოვებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.ვულკანი უკვე რამდენიმე კვირაა გააქტიურებულია და მის თავზე უშველებელი კვამლია.მის ამოფრქვევას სექტემბრის თვეშიც ელოდებოდნენ, თუმცა ვულკანმა დროებით მიიძინა, ახლა კი კვლავ განგაშის წითელი სიგნალია კუნძულზე. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების განცხაებით, ვულკანის ამოფრქვევა გარდაუვალია, ამიტომ ამის შესახებ კუნძულის მოსახლეობა გაფრთხილებულ იქნა, თუმცა 100 000 მაცხოვრებლიდან 70 000 ამ დროისათვის კვლავაც ადგილზე რჩება.მიზეზი კი ქონების დაკარგვის შიშია, რისთვისაც ისინი მზად არიან სოცოცხლეც კი შესწირონ. ვულკანი ბოლოს 1963 წელს ამოიფრქვა 120 წლიანი პაუზის შემდეგ.ყველას ეგონა, რომ ვულკანმა საბოლოოდ მიიძინა და იქ დასახლება დაიწყეს და უცებ... 1 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აგუნგმა.ეს იყო ბოლო ათ-წლეულების ერთ-ერთი ყველაზე საზარელი კატასტროფა მსოფლიოში. თუ ვულკანი მართლაც ამოიფრქვევა, მსხვერპლი 1963 წელთან შედარებით უფრო მეტი იქნება, რადგან კუნძული ახლა უფრო მჭიდროდაა დასახლებული და მათი სასწრაფო ევაკუაცია გართულდება. 272 3-ს მოსწონს
|